2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის და Veli.store-ის ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი და Veli.store  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის  30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს).

 

ეს არის თიბისის და  Veli.store -ის პირველი პარტნიორობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. Veli.store, საყიდლების ციფრული პლატფორმაა, რომელიც შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესსაც სთავაზობს.

 

ამ პარტნიორობის ფარგლებში, პირველად საქართველოში, Veli.store-ი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახლა უკვე კომპანიის სახელით დარეგისტრირდნენ და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქცია მარტივად, ერთ სივრცეში შეიძინონ. 

Veli.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურ თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათის შეკვეთიდან 3 საათის განმავლობაში უფასო მიტანა კი, დამატებით ღირებულებას ქმნის.

შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო დაზოგონ. 

სასურველი პროდუქციის შესყიდვის პროცესი ბიზნესისთვისაც ისეთივე მარტივი და მოქნილია, როგორც ფიზიკური პირებისთვის.

მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენელს, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეუძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდით - ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდით ისარგებლოს.

თიბისის ბიზნეს ნაკრების ბარათით გადახდის შემთხვევაში, პროცესი სტანდარტულია - ისეთივე, როგორც ფიზიკური პირისთვის. ინვოისით გადახდის შემთხვევაში კი, ქართული ონლაინ შოპინგის ისტორიაში პირველად, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ინსტრუქცია მომხმარებელს ანგარიშსწორების პროცესში ეხმარება. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება.

Veli.store-ზე, ბიზნესის მიმართულების გაჩენიდან დღემდე, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით უკვე 260-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა. 2022 წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში  Veli.store-მა სწორედ  ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება“ გაიმარჯვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...