0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 55 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 55 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 3 წელია. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

 

აღნიშნული ფინანსური რესურსი EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით  და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

 

ტრანზაქცია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების დაფინანსებას იმისთვის, რომ მათ საკუთარი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გააუმჯობესონ და შედეგად, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა გააძლიერონ. პროგრამა ასევე აერთიანებს უფასო ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო კომპონენტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-ისთან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას და ხელს უწყობს როგორც ქართული კაპიტალის ბაზრების, ასევე ქვეყნის ბიზნესსექტორის განვითარებას. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი. 

 

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან, EBRD-იმ 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში - ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 81%, კერძო სექტორშია განხორციელებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...