0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველო მასპინძლობს და რეგიონალური გამარჯვებულის გამოსავლენად ემზადება

30 ივლისს, მსოფლიო სტარტაპ რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გამოჩნდება. კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით  Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ.  “აჭარაბეთი“  როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სფეროს მხარდამჭერი კომპანია კონკურსის გენერალური სპონსორია.

სტარტაპებისთვის რეგისტრაცია 24 ივლისს დასრულდა. 12 დღის განმავლობაში, აპლიკაცია 60-ზე მეტმა მონაწილემ შეავსო და საერთაშორისო ჟიურიმ უკვე გამოავლინა 20 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადავიდა და 28 ივლისს, ნახევარ-ფინალში შეეჯიბრება ერთმანეთს. 30 ივლისს კი, გამოვლინდება რეგიონალური გამარჯვებული, ათი ფინალისტი საერთაშორისო ჟიურის წინაშე პირდაპირ ეთერში წარადგენს საკუთარ სტარტაპს.

ღონისძიებაზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია,დამსწრე აუდიტორიას ასევე ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

გამარჯვებული სტარტაპი SWC-ის ფინალზე კალიფორნიაში გამემგზავრება და 1,000.000$-სთვის იბრძოლებს.

დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...