2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ის გენერალური მენეჯერი წარადგინეს

კომპანია „აქსისმა“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „აქსის თაუერსში“ განთავსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ის გენერალური მენეჯერი წარადგინეს.
ანტუან ლუგენოტი საქართველოში სპეციალურად არის მოწვეული. მას აკორ ჯგუფში შემავალ მაღალი კლასის სასტუმროების მართვის 29 წლიანი გამოცდილება აქვს. 10 სხვადასხვა ქვეყანაში ლუგენოტი სწორედ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ „Pullman“ Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, Accor Group , კი 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც 4 500 სასტუმროთი და 20-მდე ბრენდით მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Accor Group აერთიანებს მაღალი და პრემიუმ კლასის ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.

აქსის თაუერსში განთავსებული Pullman-ი, რომელიც ათვლას მე-19 სართულიდან იწყებს ორიენტირებულია ბიზნეს ტურიზმზე. პულმანის სხვა სასტუმროებიდან მას გამოარჩევს არა მხოლოდ დიზაინი და სხვა აუცილებელი მონაცემების უმაღლესი სტანდარტები, არამედ ტევადი და სრულად ინფრასტრუქტურირებული საკონფერენციო დარბაზები და სხვა სამუშაო სივრცეები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებსა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ სასტურო პულმანში დასაქმდება 300 ადამიანი, ხოლო მთლიანად აქსის თაუერსის პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 8092 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

PILLMAN -ის სასტუმროში 226 ნომერია. უდავოა, ამ მაღალი კლასის სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნეს-ტურიზმის განვითარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...