2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ ვითარდება პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

6 თვის წინ ქართულ საბანკო სივრცეში პირველი სრულიად ციფრული ბანკი სფეისი გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებლის ყურადღება სწრაფად მიიპყრო. რამდენიმე დღის წინ კი აპლიკაციის ახალი ვერსია გაეშვა, რომელშიც ცვლილებები მომხმარებლების რეკომენდაციებისა და კომენტარების გათვალისწინებით შევიდა.

ახალ ვერსიაში:

·         აპლიკაციას დაემატა პასპორტით რეგისტრაციია - აქამდე რეგისტრაციის გავლა  მხოლოდ ახალი პირადობის მოწმობით იყო შესაძლებელი;

·         ინდ. მეწარმეებზე მოიხსნა შეზღუდვა. მათ უკვე შეუძლიათ სფეისში დარეგისტრირება;

·         სფეისს დაემატა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქცია. მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებდა ნებისმიერ ბარათს შორის გადარიცხვის ფუნქციას, რომელიც 24 საათის მანძილზე კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. ახლა გადარიცხვა მომხმარებლებს უკვე საბანკო  ანგარიშზეც შეუძლიათ;

·         აპლიკაციას დაემატა ტრანზაქციების ისტორია და მომხმარებლის პროფილი;

·         გამარტივდა ბარათის გააქტიურების პროცესი. თუკი აქამდე აუცილებელი იყო ბარათის ბანკომატში მოთავსება, ახლა მისი გაქტიურება აპლიკაციიდან პაროლის მოთხოვნისთანავეა შესაძლებელი;

·         შეიცვალა და გამარტივდა სესხის აღების პროცესი;

 

„სფეისის გუნდში ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება განხორციელდა მათი კომენტარების და  მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ სიახლესთან ერთად, ჩვენ ბეტა ვერსიის ეტაპი დავასრულეთ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ცვლილებებს ვგეგმავთ, რაშიც, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ყურადღებას მომხმარებლის სურვილებს და რეკომენდაციებს ვაქცევთ.“ - ამბობს „სფეისის“ პროექტის ხელმძღვანელი,  გიორგი კაპანაძე.

რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი სფეისი მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

სფეისით შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:

·         დისტანციურად ანგარიშის გახსნა;

·         ბარათის შეკვეთა უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით;

·         ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა;

·         ბარათებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7;

·         კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება და სხვა ტიპის გადახდები;

·         მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვა;

·         სესხი რამდენიმე წუთში წინასწარ დამტკიცების გარეშე;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...