0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წინანდლის მამულში რადისონ ქოლექშენ ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა

 წინანდლის რადისონი პირველია  სასტუმროებს შორის, რომელიც იმთავითვე ქოლეწშენის ბრენდით აშენდა.  სხვა სასტუმროებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე არსებული სასტუმროების რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ქოლექშენის ელიტარული სასტუმრო ქსელის ბრენდი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, განსაკუთრებულ ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული ახალი სასტუმრო ჰარმონიულად ერწყმის ძველ ისტორიულ ნაგებობებს და განახლებული ისტორიული კომპლექსის ნამდვილი მარგალიტია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი. 
განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის  ნატიფი შერწყმა განთქმული გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის ინგო მაურერის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე. ახალი სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა. 1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის. „ წინანდლის მამული  ყოველთვის იყო ქართული კულტურის და განათლების კერა, დაკავშირებული ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან, ვინც უამრავი რამ გააკეთასაქართველოსთვის; ეს კარ-მიდამო არის ადგილი საიდანაც ხდებოდა მოწინავე იდეების გაჟღერება. 
 დღეს შედგა ახალი სასტუმროს პრეზენტაცია, რომელიც ამ ადგილს კიდევ უფრო მომხიბლველს გახდის ტურისტებისთვის, აქ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ქვეყნის ჰუმანიტარულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს.  ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი, მაესტრო ნოზედა,  რომელიც წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია“ - განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. წინანდლის მამული  1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება. „რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.  სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.                  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...