0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა

18-19 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით თბილისმა რიგით მე-7, ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ფინანსური ინსტიტუტის და ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელო 40 ქვეყნიდან. ფორუმის მიზანს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ტრენდების, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 

ღონისძიებას EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ბაზის ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი ბანკი. 

ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს თბილისამდე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვენამ, ფრანკფურტმა და  ლონდონმა უმასპინძლა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. 

ევრობანკი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან  ბანკმა ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე 220 პროექტზე მეტი დააფინანსა, რისთვისაც 3.2 მილიარდი ევრო გამოყო.  EBRD ორიენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც - ინვესტირებაზე ენერგო სექტორში, ინფრასტრუქტურაში, ლოჯისტიკაში, ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ სექტორში საზღვრებსშორისი ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...