0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა

პრინტის საერთაშორისო ფესტივალის  „LIFE - N - STYLE“  ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში, არტ-კაფე “ბოტანიკომ” გამოფენას უმასპინძლა, სადაც თბილისსა და ზუგდიდში ჩატარებული სერიგრაფიის ერთთვიანი ვორქშოფების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. 

ახალგაზრდებთან ერთად ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს. 

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - „LIFE - N - STYLE“ საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარებისთვის  ხელშეწყობაა. 

ხელით ბეჭდვის მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„DO OR DO NOT“ – „თუ აკეთებ გააკეთე“ - წლევანდელი ფესტივალის თემაა. 

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში 22 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.  

საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...