0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან (FMO) 160 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

2 აგვისტო, 2018- მთელი საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსების მოზიდვას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა  ჰოლანდიის განვითარების ბანკთან (Nederlandse Financierings-Maatschappij Voor Ontwikkelingslanden  N.V. (FMO))  ხელშეკრულება გააფორმა, რომლის  ფარგლებშიც  ჰოლანდიის განვითარების ბანკი საქართველოს ბანკს 160 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიან  სესხს გამოუყოფს. საკრედიტო ხაზის ადგილობრივ ვალუტაში გახსნა  ბანკის ლარში დენომინირებული საკრედიტო პორტფელის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ბანკის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის  დე-დოლარიზაციის პროცესზე დადებითად აისახება. 

ჰოლანდიის განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ  განთავსების გზით, საქართველოს ბანკის შვილობილ საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა. 

„მოხარული ვარ, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განვაახლეთ და ეროვნულ ვალუტაში ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკის მომხმარებლისათვის ლარში დენომინირებული დაფინანსების მოპოვებას და ამ პროცესში ვაძლიერებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიან თანამშრომლობას. მინდა, ჰოლანდიის განვითარების ბანკს ლარში დენომინირებული ბონდების სადებიუტო გამოშვება მივულოცო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომ ადგილობრივ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციისთვის კონტრაგენტად სწორედ  საქართველოს ბანკი აირჩია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა  დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

„ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული პირველი ბონდი გამოუშვა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკთან ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გარიგება განვახორციელეთ. ლარის რესურსი მხარს უჭერს საქართველოში ეკონომიკის შემდგომი  დე-დოლარიზაციის პროცესს და ადგილობრივი ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას",-  განაცხადა ჰოლანდიის განვითარების ბანკის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა,  ლინდა ბროეკუიზენმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...