0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დავით მესხიშვილი: „ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ძველ, გაუმართავ ავტოტრანსპორტთან.“

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მთავრობას ავტოპარკის განახლების გეგმას შესთავაზებს

რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას - მოძველებული ავტოპარკი თუ საწვავი. ამ თემაზე საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. მესხიშვილი აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი გაუმართავი და ძველი ავტომობილებია. მისი მტკიცებით, საქართველო ჰაერის დაბინძურების კუთხით რეკორდულ მაჩვენებელზეა და აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, პრობლემა კანონის აღსრულებაშია.

„ავტომობილების პერიოდული ტექინსპექტირება დაწყებულია და მაინც სულ არსებობს კითხვა, რა ხარისხის საწვავი შემოდის საქართველოში. ჩვენ მივმართავთ სახელმწიფოს და ვთხოვთ, რომ შეიმუშავოს მექანიზმი, დაამშვიდოს ავტომფლობელები, რომ საწვავის ხარისხი არის კარგი. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ საწვავი ცუდია. რეკორდულ მაჩვენებელზე ავდივართ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და გარდაცვალების კუთხითაც. მიზეზი არის ის, რომ ავტომობილების დიდი ნაწილი არის გაუმართავი, მოძველებული, ამიტომ ინსპექტირებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. პრობლემა არის ბევრი, განსაკუთრებით კანონის აღსრულების ნაწილში და ეს უნდა დაიხვეწოს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ავტობუსი დაიწვა, რომელსაც გავლილი ჰქონდა ტექინსპექტირება. თუ გავლილი ჰქონდა, რატომ დაიწვა? ამიტომ ვამბობ, გვჭირდება, რომ სახელმწიფომ კანონი აღასრულოს,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისივე მტკიცებით, უახლოეს მომავალში გზების ასოციაცია მიმართავს სახელმწიფოს და შესთავაზებს კონკრეტულ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ავტოპარკის განახლებას.

„უნდა დავიწყოთ განბაჟების სისტემიდან და განვიხილოთ, როგორ უნდა შეიცვალოს. ასევე,  როგორ უნდა წახალისდეს ახალი ავტომობილის ყიდვა მოძველებულის ნაცვლად. ჩვენ დავამუშავებთ პროგრამას და შევთავაზებთ მთავრობას. იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებენ. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ძველ, გაუმართავ ავტოტრანსპორტთან,“ - ამბობს დავით მესხიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...