0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექცია გამოიფინება

14 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექციის გამოფენა - „ბრძოლა თუ შეგუება“ - გაიხსნება. გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და მიზნად ისახავს 1918-1921 წლების ისტორიის წარმოჩენას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საარქივი ჩანაწერები, ფოტომასალა და მემორიალური ნივთები: გენერალ კვინიტაძის სამხედრო სამოსის ჯიბეში მიკვლული წმინდა გიორგის ხატი, მისივე აუდიოჩანაწერის „ბაბინა“, იუნკერ ვანო ნანუაშვილის კუთვნილი სუვენირები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლიკით და სხვა.

სპეციალურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ პერიოდის ემიგრაციაში მცხოვრები 5 მოღვაწის ავტოგრაფების საფუძველზე მომზადდა 5 სახელობის შრიფტი. ეს ისტორიული ფიგურები არიან: გრიგოლ რობაქიძე, გენერალი გიორგი კვინიტაძე (საქართველოს ჯარების მთავარსარდალი), ვიქტორ ნოზაძე (ემიგრაციაში მცხოვრები პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი და რუსთველოლოგი), მიხაკო წერეთელი (მეცნიერი ძველიაღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე), ივანე ნანუაშვილი (სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის არმიის ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი).

შრიფტები შექმნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი ჩამოტვირთვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან www.manuscript.ge .

გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...