0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ქედაში მეწყრული პროცესების გამო, 15 ოჯახს სახლები დაატოვებინეს

15 ოჯახი გახიზნეს ქედაში მეწყრული პროცესების გამო. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები. საავტომობილო მიმოსვლა 10 თემის მიმართულებით არის შეფერხებული. ელექტროენერგია არ მიეწოდება სამი თემის მოსახლეობას.

„15 ოჯახი გვყავს დროებით გახიზნული. გზები თითქმის ყველა მიმართულებით არის ჩაკეტილი, 20-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს ცენტრალური გზების გაწმენდაზე, საუბარი არ არის შიდა სასოფლო გზებზე ამ ეტაპზე, რადგან მთავარია ცენტრალური მონაკვეთები არ ჩაიკეტოს და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობამ სასწრაფო დახმარება დროულად მიიღოს", - განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ. 

მდინარის ადიდების გამო, დატბორილია ქედის ცენტრალური პარკი. დამეწყრილ ტერიტორიებს უკვე სწავლობენ გეოლოგები. მათი დასკვნის შესაბამისად გადაწყდება, მოუწევთ თუ არა ალტერნატიული საცხოვრებლების გამოძებნა გახიზნულ ოჯახებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები