0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ წინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა - მარიამ გურგენიშვილს, რომელიც გემის პირველი ქალი მექანიკოსია და მარიამ ტუსკიას, რომელიც გემის მომავალი კაპიტანია.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: მეზღვაურების მხარდაჭერა „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სტრატეგიის ნაწილია, რადგან მეზღვაურის პროფესია ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძოა. გვიხარია, რომ შეგვიძლია, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც ამ პროფესიას ემსახურებიან და ხელს უწყობენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ მხარში ვუდგავართ მომავალ მეზღვაურ გოგონებს, რომლებმაც ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახეს და ამ ე.წ. არაქალურ საქმიანობად მიჩნეული სპეციალობის არჩევით გაბედული ნაბიჯი გადადგეს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს, ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და ამით სხვებისთვისაც ხდებიან დიდი მოტივატორები“.

სტუდენტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. დასაფინანსებლად შერჩეული კანდიდატი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს მეზღვაურის პროფესია და რეალურად აპირებს, გაჰყვეს ამ საქმიანობას. სწორედ ასეთი სტუდენტი აღმოჩნდა ლიზი ქავთარაძე, რომელიც მეზღვაურის პროფესიით ბავშვობაში დაინტერესდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე 11 წლის ასაკში სოციალურ ქსელში მეზღვაურ გოგონაზე შემთხვევით ნანახმა სტატიამ მოახდინა.

ლიზი ქავთარაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი: ადრეული ასაკიდანვე მიზიდავდა ზღვა და ძალიან დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. მეზღვაურობაზე ფიქრი თავიდან ყველას ბავშვური გატაცება ეგონა, თუმცა ოჯახი და მეგობრები დავარწმუნე, რომ ეს ჩემი გულწრფელი არჩევანი იყო. ამ ეტაპზე, როგორც სტუდენტისთვის, მთავარი გამოწვევაა, წარმატებით გავიარო ყველა ის ეტაპი, რომლებიც გემის კაპიტნობამდე ღირსეულად მისასვლელად მჭირდება და შემდეგ უკვე შორეულ ნაოსნობაში წავიდე. მეზღვაურებს წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. ამ საინტერესო მოგზაურობის საწყის ეტაპზე ვარ და ჩემთვის დიდი მოტივატორია, რომ „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ეს ერთდროულად, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოც არის და სასიხარულოც. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და შრომით იმედებს გავამართლებ.

ჩემი დაკვირვებით, საზღვაო სფეროში ქალთა ჩართულობა იზრდება. ადრეულ წლებში, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ გოგონა მეზღვაური გამხდარიყო. გოგონებს, რომლებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ, მოვუწოდებდი, რომ სჯეროდეთ თავიანთი თავის და თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ. არ არსებობს სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც შეუძლებელია“.

 

ლიზი ქავთარაძეს სჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენით, მტკიცე ხასიათით, მონდომებითა და პროფესიის სიყვარულით ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებს, რაც თან ახლავს მეზღვაურის პროფესიას. ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს სტერეოტიპების მსხვრევაში და მაგალითს აძლევს სხვა გოგონებს, რომლებიც გაბედული ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავენ.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.

­­__

თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...