0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Polaris-ის ყველაზე ექსტრემალური პროდუქტი RZR - მართვის დაუვიწყარი გამოცდილება თავგადასავლების მოყვარულებისთვის

ძლიერი ძრავა, დაკიდების ჭკვიანი სისტემა და უმაღლესი ხარისხი - Polaris-ის სპორტულ პროდუქტს RZR-ს თავგადასავლების მოყვარულები სწორედ ამ  მახასიათებლების გამო ირჩევენ. RZR-ს ულიმიტო შესაძლებლობები აქვს და ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილების საშუალებას იძლევა, მათ შორის იქ, სადაც მაღალი გამავლობის სხვა  სატრანსპორტო საშუალებები ვერ აღწევენ.

 

ამერიკული ოფ-როუდ ბრენდი ქმნის ტექნიკას, რომელიც განკუთვნილია თავგადასავლებით, ნადირობით, Off road-ითა და სამთო-სათხილამურო სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის. Polaris-ის უნიკალურობაზე მისი 69-წლიანი ისტორიაც მეტყველებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის წარმოება ჯერ კიდევ 1954 წელს, პირველი თოვლმავალის შექმნით დაიწყო.

 

ქართულ ბაზარზე RZR-ის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. თავგადასავლების მოყვარულებს ამერიკული ბრენდის პროდუქტის შეძენა „თეგეტა ქარსის “ შვილობილ კომპანია „ავტო გალერიში“ შეუძლიათ. კომპანია RZR-ს ახალ ტექნიკას იანვრიდან შემოიყვანს, თუმცა წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, რაზეც „ავტო გალერი“ მომხმარებელს  ფასდაკლებას სთავაზობს.

 

კობა ხვედელიძე, „ავტო გალერის“ მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „RZR-ს აქვს რამდენიმე ქვემოდელი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებით. RZR-ს Limited Edition-ები გამოირჩევა დაკიდების ჭკვიანი სისტემით, რაც მსგავსი ტიპის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს არ აქვთ. დაკიდების ჭკვიან სისტემას შეუძლია, აღიქვას რელიეფის ტიპი და მთლიანად მოერგოს შესაბამის საგზაო პირობებს. სწორედ ეს მახასიათებელია RZR-ის კონკურენტული უპირატესობა. ხარისხის გარდა, ბრენდის სახელი დაკავშირებულია მართვის უნიკალურ გამოცდილებასა და განსაკუთრებულ ემოციებთან, რასაც ადამიანი  RZR-ს საჭესთან პირველი შეხებიდანვე შეიგრძნობს. პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მართვის მექანიზმი მთლიანად მძღოლზეა მორგებული.“

  

RZR-ის მოდელები აღჭურვილია სტანდარტული, ტურბინიანი და უტურბინო ძრავებით.  ყველაზე მძლავრი - 2000 კუბი მოცულობის უტურბინო ძრავები 225 ცხენის ძალით გამოირჩევა.

 

RZR-ს საუკეთესო ხარისხის აუდიო და ბლუთუზ სისტემა აქვს და უზრუნველყოფილია საქართველოზე მორგებული GPS-ით. საბაზისო დეტალების გარდა, შესაძლებელია  აღჭურვა ტექნიკის  დამატებითი ელემენტებით,მაგალითად: წინა და უკანა მინით, ჩანთებით, დამცავი სისტემებით და ა.შ.

 

„თეგეტა ქარსმა“ Polaris-ის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან კი „თეგეტა ქარსის“ შვილობილი კომპანია „ავტო გალერი“  ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. „ავტო გალერი“ Polaris-ის კლუბის დაარსებასაც გეგმავს, სადაც ამ ბრენდის ან მსგავსი მაღალი გამავლობის ტექნიკის მფლობელები გაწევრიანდებიან. კლუბის წევრები მრავალფეროვანი ღონისძიებებით და შეთავაზებებით ისარგებლებენ.

 

 

-----

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები