1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებული კომპანია „სიდერის“ წარმატებები

ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია „სიდერი“ 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოების სპეციალური ჯილდოს - „მწვანე ინიციატივის“ გამარჯვებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებამ კომპანიას საშუალება მისცა, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გამართულ გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023-ში მიეღო მონაწილეობა, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებულიყო და GLOBAL G.A.P -ის სერთიფიკატი მოეპოვებინა. კომპანიის წარმატებაზე მისი დირექტორი, რუსუდან ხარგელია გვიამბობს:

„ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის წარმოებაზე ფიქრი 2018 წელს დავიწყეთ, როცა ოზურგეთში, დაბა ლაითურში 33 ჰა მიწა  შევიძინეთ. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩაის კულტურა იყო გაშენებული, თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მოუვლელობის გამო, პლანტაციები მთლიანად გავერანდა.

ჩვენ შევისწავლეთ ტერიტორია, ლანდშაფტი, გავაკეთეთ ნიადაგის ანალიზი, რელიეფის და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ტერიტორიის განაშენიანება.  გადავწყვიტეთ, გაგვეშენებინა ლურჯი მოცვისა და თხილის ბაღები, ნაწილზე კი აღგვედგინა ქართული ჩაის კულტურა. თხილი და ჩაი შედარებით მცირე რაოდენობით მოგვყავს, ჩვენი ძირითადი პროდუქტი ლურჯი მოცვია. ამ საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარა დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგრო სესხი.

16 ჰა-ზე გაშენებულმა მოცვმა მომდევნო წელს 10 ტონამდე მოსავალი მოგვცა, რაც უკვე იყო იმის  ნიშანი, რომ ჩვენს მიერ დაწყებულმა საქმემ და ამ საქმეში ჩადებულმა შრომამ გაამართლა. მეორე წელს სამჯერ მეტი, მესამე წელს კი უკვე  60 ტონა მოცვის მოსავალი ავიღეთ.

მეურნეობის ტერიტორიაზე გვაქვს განთავსებული მოცვის შესანახად საჭირო მაცივარიც,  მზის პანელები და ფუტკრის 70 ოჯახი, რომლებიც დამტვერვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად შევიძინეთ და ამავდროულად, ჩვენს წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი, თაფლი დავუმატეთ.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 2022 წელს პირველად მივიღეთ და მოულოდნელად სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ ნომინაციაში „მწვანე ინიციატივებისთვის“.

გარდა იმისა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო, ამ ჯილდომ კომპანიას სამომავლო წარმატებებისკენაც გაუხსნა გზა.

2023 წელს ბერლინში გაიმართა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023. აღებული ჯილდოს დახმარებით გავემგზავრეთ ამ გამოფენაზე, სადაც მივიღეთ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი და კომპანია. იქვე გადაწყდა საქართველოში მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დაარსება, რომელშიც 20 ფერმერთა შორის ერთ-ერთი „სიდერია“.

2023 წლის გაზაფხულზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით მოხდა კენკროვნების იმპორტიორი კომპანიის Wonderland Farmers-ის წარმომადგენლის აჰმეტ აკტასის ვიზიტი საქართველოში, რის შემდგომაც ასოციაციის წევრებმა ექსპორტზე გავიტანეთ 36 ტონა მოცვი გერმანიაში, აქედან 10 ტონას „სიდერის“ მოცვი შეადგენდა. ასოციაციის წევრების მიერ გაგზავნილმა საცდელმა პარტიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა და წელს მადრიდში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასოციაციასა და Wonderland Farmers-ს შორის, რომლის მიხედვითაც  მომდენო წელს ჩვენი ასოციაციის წევრი ფერმერებისგან 800 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდება გერმანიაში.

გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოებაში აღებული ჯილდოს დახმარებით გავიარეთ აკრედიტაცია, სულ მალე მივიღებთ GLOBAL G.A.P - ის და GRASP – ის საერთაშორისო  სერთიფიკატსაც, რაც ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.“

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...