1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რისკები, რომლებიც ამოწურული რესურსის აკუმულატორს ახლავს

 

 

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ყველა ჩვენგანი დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შვებულების გასატარებლად ემზადება. შესაბამისად, ქალაქიდან გამსვლელთა ნაკადი მატულობს და გზებზე გადაადგილებაც მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. იდეალური დასვენების მოსაწყობად ბევრი დეტალის წინასწარ გათვალისწინებაა საჭირო - მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამართული ავტომობილია. 

 იმისათვის, რომ ჩვენი მოგზაურობა უსიამოვნო თავგადასავლებში არ გადაიზარდოს, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ავტომობილი საიმედო მეგზურობას გაგვიწევს, ამისათვის კი სხვადასხვა დეტალის გადამოწმებაა საჭირო. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აკუმულატორია. ის ავტომობილის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 

სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილებააკუმულატორზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას რესურსი ამოწურული აქვს, ეს გავლენა უარყოფით შედეგებში აისახება. სწორედ ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სეზონურად შევამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.

 მიუხედავად ამისა, მძღოლების დიდი ნაწილი ავტომობილის სეზონური გამართვის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მეტიც,გავრცელებულია სხვადასხვა არასწორი სტერეოტიპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ავტომობილის სხვადასხვა დეტალის სეზონურად შემოწმება დროისა და ფინანსების ზედმეტი ხარჯვაა. არაერთ პირად ისტორიასაც მოისმენდით, როგორ გაუმკლავდნენ გაუმართავი ავტომობილით სხვადასხვა საფრთხის შემცველ სიტუაციას. მნიშვნელოვანია, ყველა მძღოლს ესმოდეს, რომ მსგავსი მაგალითების განზოგადება არასწორია და საკუთარი თუ სხვისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ არის აუცილებელი აკუმულატორის რესურსის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით კი შორ გზაზე გადაადგილების წინ.

 ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებული პრობლემა

აკუმულატორი თავისი ქიმიური შემადგენლობისა და აგებულების წყალობით გამოიმუშავებს ენერგიას, რაც საჭიროა ძრავისა და სხვადასხვაელექტროდეტალის ასამუშავებლად. ამ ენერგიასსასტარტერო დენსაც ეძახიან. როდესაც მას რესურსი ამოეწურება, ავტომობილის გაჩერებიდან რამდენიმე საათში შესაძლებელია ძრავა ვეღარ აამუშაოთ.ზაფხულში ტემპერატურის მკვეთრი მომატება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც სერიოზულ გავლენას ახდეს აკუმულატორის ეფექტურ მუშაობაზე.  აკუმულატორის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლამ შესაძლოა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. ასეთ დროს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს: ევაკუატორის დახმარება ავტომობილის სერვისცენტრში მისაყვანად და აკუმულატორის შესაცვლელად; სხვა ავტომობილის ენერგიისგამოყენებით ძრავის დაქოქვა უახლოეს სერვისცენტრში მისაყვანად და აკუმულატორის შესაცვლელად და ა.შ. მაგრამ, დამეთანხმებით, ჩამოთვლილი ვერსიები დასვენებასა და სამოგზაუროდ წასვლას არცთუ სასიამოვნოს გახდის.

 ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა

მოულოდნელად აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა რიგ პრობლემებს უქმნის ავტომობილის სხვადასხვა ელექტროდეტალს. როდესაც ძრავას ვაქრობთ და ავტომობილი გაჩერებულია, მისი რამდენიმე დეტალი მაინც მოიხმარს მცირე რაოდენობით ენერგიას. ყველა ეს დეტალი პასუხისმგებელია ავტომობილის უსაფრთხოებასა და „მეხსიერებაზე“. თუ აკუმულატორს რესურსი ამოეწურება და აღნიშნული ენერგოდეტალები ვეღარ მიიღებს საჭირო ენერგიას, შესაძლოა, ავტომობილს კომპიუტერი აერიოს და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება არცთუ ისე მცირე დროსთან და რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს მხოლოდ აკუმულატორის შეცვლა ვეღარ დაგეხმარებათ. 

 ვინაიდან აკუმულატორი ისეთი დეტალია, რომელიც საკმაოდ სენსიტიურია გარე  ტემპერატურის ცვლილების მიმართ, დიდია ალბათობა, რომ ზაფხულის ცხელმა დღეებმა დააზიანოს და მწყობრიდან გამოიყვანოს. საშუალო და მაღალი ხარისხის აკუმულატორების მუშაობის პერიოდი 5 წელია. თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლისუნარიანობა. წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, როდის ამოეწურება რესურსი, ამიტომუმჯობესია, პერიოდულად შევამოწმოთ და თავი დავიზღვიოთ მოულოდნელი არასასიამოვნო სიურპრიზებისაგან. 

 როგორ გავუფრთხილდეთ აკუმულატორს

აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა მეტ-ნაკლებად მძღოლზეც არის დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ აკუმულატორს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ სამუშაო რესურსი: როდესაც ავტომობილს გამოვრთავთ, არ უნდა დავტოვოთ ჩართული ისეთი ენერგომომხმარებლები, როგორებიცაა მაშუქები, სალონის განათება, აუდიოსისტემა და ა.შ. თუ ავტომობილის ძრავაგამორთულია, ყველა ეს ჩამოთვლილი დეტალი აკუმულატორის ენერგიას მოიხმარს და მისი რესურსიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამოიწურება. თუ ისეთ გარემოში ვართ, სადაც გაჩერებულ ავტომობილზე მაშუქების ან აუდიოსისტემის ჩართვა გვიწევს, უმჯობესია, პერიოდულად დავქოქოთ ძრავა, რათააკუმულატორმა გენერატორის დახმარებით აღიდგინოს ენერგია. 

 თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, თუკი სეზონებისა და გარე ტემპერატურის მკვეთრი  ცვლილებისასშევამოწმებთ აკუმულატორის რესურსს, მაქსიმალურად დაზღვეულები ვიქნებით უსიამოვნებისაგან და ავტომობილით ყოველი გამგზავრება უსაფრთხო და სასიამოვნო იქნება. 

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აკუმულატორების ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. ივლისში კი პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე სპეციალური შეთავაზებებიმოქმედებს. მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...