1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსში“ MAN-ის ორიგინალ დეტალებზე 2-წლიანი გარანტია ამოქმედდა

 

სატვირთო ავტომობილებს  ყოველდღიურად ასობით კილომეტრის გავლა და ათეულობით ტონა ტვირთის გადატანა უწევთ. მსგავსი დატვირთვის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მათი თითოეული ნაწილი ორიგინალი და მაღალი ხარისხის იყოს. 

„თეგეტა მოტორსი“  სატვირთო ავტომობილის მფლობელებს ახალ, გაუმჯობესებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. MAN-ის ორიგინალ დეტალებზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში შესრულებული ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს დროს დაყენებულ ნაწილებზე 2-წლიანი გარანტია ვრცელდება. 

საგარანტიო პირობები მარტივი და კომფორტულია: იმ შემთხვევაში, თუ „თეგეტაში“ შეცვლილი MAN-ის ორიგინალი დეტალი 2 წლის განმავლობაში ექსპლუატაციისას დაზიანდა, მას კომპანია სრულიად უსასყიდლოდ ჩაგინაცვლებთ ახალი, ორიგინალი დეტალით. 

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორი:

  „თეგეტამ, როგორც გერმანული ავტოგიგანტის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, MAN-ისგან მოიპოვა უფლება, რომ გაავრცელოს 2-წლიანი გარანტია ყველა იმ ორიგინალ დეტალზე, რომლებსაც მომხმარებელი სერვისცენტრებში შეცვლის.მოგეხსენებათ, რომ სატვირთო ავტომობილების ბიზნესში დრო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ ამ უპირატესობის მოპოვება. დღეიდან MAN-ის ორიგინალ დეტალებზე გარანტია საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ყველა სერვისცენტრში იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილის აგებულების თითოეული დეტალის ჩანაცვლებას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, აუცილებელია,შეცვლის მომენტში გამოირიცხოს ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება ან შესრულებული სამუშაოების სტანდარტთან შეუსაბამობა“.

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს MAN-ის ორიგინალი დეტალების გაზრდილი ასორტიმენტი დახვდება - სავალი ნაწილების, გაგრილების სისტემის, დაკიდების სისტემის, ძრავის, გადაბმულობისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალები.თუკი ფილიალში ვიზიტისას სასურველი ორიგინალი დეტალი არ იქნება მარაგში, „თეგეტა მოტორსი“ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს საჭირო დეტალის ტრანსპორტირებას გერმანიიდან. 

MAN-ის ორიგინალ ბრენდზე არსებული გარანტია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. „თეგეტა მოტორსში“ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით 16 სერვისცენტრი ფუნქციონირებს.ცენტრალური ფილიალი კი მომხმარებლებს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი სერვისცენტრია რეგიონში. სატვირთოს მექანიკოსები წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, რათა შესრულებული სამუშაოების ხარისხი და სტანდარტი აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს MAN-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. 

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრმა 2022 წელს ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და  World Class Workshop 2022-ის გამარჯვებული გახდა. 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...