1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მკითხველის „საბას“ ერთი თვე

უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ 2023 წლის დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციის მკითხველის „საბას“ შესახებ დააანონსა. ამ ნომინაციის გამარჯვებული „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციის მოკლე სიიდან შეირჩევა, ხოლო ჟიურის წევრები ის მკითხველები იქნებიან, რომლებმაც SABA Reader-ში 3 თვის განმავლობაში (8 მაისი - 9 აგვისტო) კითხვას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.

ჟიურის ვინაობის გაგებამდე ჯერ კიდევ 2 თვე დარჩა, თუმცა პრემიის მესვეურები გასული 1 თვიდან საინტერესო მონაცემებს გვიზიარებენ:

ჟიურის შერჩევის ეტაპზე ამ მომენტში 1500-მდე მკითხველი არის ჩართული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, რადგან აპლიკაციაში მაღალი მაჩვენებლების მქონე არაერთი მკითხველია, რომელსაც ჯერჯერობით საჯარო არ გაუხდია  წაკითხვის დრო, თუმცა, შესაძლოა ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვინმემ აზრიც შეიცვალოს და მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს.

მკითხველის „საბას“ ფარგლებში მკითხველებმა SABA Reader-ში კითხვას ჯამში 1 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს, რაც 18 000-მდე საათს და 730 მეტ დღეს უდრის.

ჟიურის შერჩევის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში SABA Reader-ში კითხვის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

ამ 4 კვირის განმავლობაში პირველი ხუთეულის წევრები 20-ჯერ შეიცვალნენ.

სხვაობა ხუთეულის ამჟამინდელ წევრებსა და მის მიღმა მყოფ მკითხველებს შორის სულ რამდენიმე საათია.

პირველ ათეულში მყოფი მკითხველების 90% შერჩევის პროცესში მოგვიანებით ჩაერთო და არა 8 მაისს.

ამჟამად მკითხველის „საბას ფარგლებში“ ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სია ასე გამოიყურება:

ელექტრონულ წიგნებში ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“; მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“ ლიდერობს.

რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, ყველაზე პოპულარული სამეული  თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“; ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თუ გსურს მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:

·        უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდე საქართველოში;

·        არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი;

·        არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში;

·        არ უნდა იყო „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ, ხოლო
„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მკითხველის „საბას“ მფლობელიც გამოვლინდება სექტემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...