1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ -„თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

 

ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია,შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე.მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა - მალე ჩავალთ?! - ბავშვებს რომ არც კი გაახსენდეთ და დროც მხიარულად გაატარონ, ამაზე კომპანიებმა„თამაშობანამ“ და „თეგეტა ჰოლდინგმა“იზრუნეს. თამაში „საგზაო ლოტო“ თეგეტას კამპანიის „საგზაო მოძრაობის კულტურის“ ფარგლებში შეიქმნა. მისი მეშვეობით მოგზაურობაში მყოფ ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას, თამაშ-თამაშით შეეძლება შეისწავლოს საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა და მისი დაცვა. 

 

ნაუ სონღულაშვილი „თამაშობანას“ დამფუძნებელი: „დიდხანს ვფიქრობდით „საგზაო ლოტოს“ პროექტზე. გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული გვქონდა, თუმცა „თეგეტას“ კამპანია  უფრო შემეცნებითი და სიღრმისეული იყო ამ მიმართულებით - უშუალოდ მოძრაობის კულტურას ეხებოდა, როგორც ქვეითის, ისე მძღოლისა თუ მგზავრის. მოქალაქის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიღრმისეულად ნაკვლევი გზითწავსულიყავით. ამიტომ შევთავაზეთ „თეგეტას“ კოლაბორაცია, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. ვიზუალისთვის „თეგეტას“ უკვე არსებული ნიშნები და მათი ილუსტრაციები გამოვიყენეთ. სტრატეგიასა და კონცეფციაზე კი „თამაშობანამ“ იმუშავა. ჩვენი მიზანია, ბავშევებს მგზავრობა გავუხალისოთ და თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურა. ეს არის თამაში, რომელიც,სასურველია, ყველას ედოს მანქანაში“. 

 

 

„საგზაო ლოტო“ „საგზაო მოძრაობის კულტურის“ 30 ნიშანს აერთიანებს, რომლებიც საზოგადოებაში მანკიერი ქცევის აღმოფხვრასა და მის ცვლილებას ისახავს მიზნად. 

 

თამაშის წესები მარტივია: მოთამაშეები ბარათებს ინაწილებენ და მგზავრობის დროს ქუჩაში არასწორი ქცევის აღმოჩენას ცდილობენ. გამარჯვებული ის არის, ვინც პირველი შენიშნავს კუთვნილ ბარათებზე გამოსახულ სიტუაციას და ყველა ბარათს გადადებს. 

 

მეტი მოტივაციისა და სტიმულისთვის მონაწილეები სიმბოლურად ხდებიან საგზაო მოძრაობის წესრიგის ელჩები. ბავშვებს კი წამახალისებელი სტიკერები გადაეცემათ და ისინი „საგზაო მოძრაობის დამცველების“, „პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების“ ან „საგზაო უსაფრთხოებაზე მზრუნველის“ როლებს ირგებენ. თამაშ-თამაშში გავლილი გზა კი საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი ხდება. 

 

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის“ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კამპანიებითა და პროექტებით ამ მიმართულებით აქტივობებს ისევ ვაგრძელებთ. ამ პროცესის ნაწილია „საგზაო ლოტო“, რომელიც „თამაშობანასთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. თამაშში გამოყენებული ნიშნები ღრმა კვლევის შედეგად შემუშავდა და არსებულ პრობლემებს ეხმაურება. ამ სახით გვინდა, მოქალაქეებს შევახსენოთ, ბავშვებს კი თამაშ-თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, რომ თამაში სამოქალაქო ვალდებულებების გაცნობიერებასა და გააზრებას შეუწყობს ხელს“.

 

საგზაო მოძრაობის კულტურა რომ შეიცვალოს, ამ საკითხზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ამიტომაც ამიერიდან მოგზაურობისას საჭირო და აუცილებელ ნივთებს შორის „სამგზავრო ლოტოც“ გაითვალისწინეთ.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ტო2)ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები