1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ავტო გალერი“ - ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი ქართულ ბაზარზე

მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო პერიოდში ეს ტენდეცია საქართველოს ბაზარზეც იგრძნობა. ამას ადასტურებს კომპანია „ავტო გალერის“ გაყიდვებიც, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. ეკომეგობრულ ტრანსპორტზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით „თეგეტა ჰოდლინგის“ შვილობილმა კომპანიამ, გასულ წელს სტრატეგია შეცვალა და ელექტრომობილები პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდვების ლიდერი გამორჩეული დიზაინის ელექტრომობილი Volkswagen ID4-ია. სრულად დამუხტვის შემთხვევაში ავტომობილი 500 კმ-ს ფარავს. ამ მოდელის გარდა, „ავტო გალერი“ მომხმარებელს ეკომეგობრული ტრანსპორტის დიდ არჩევანს სთავაზობს - დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეარჩიონ სასურველი მოდელი, რომლის ჩამოყვანასაც კომპანია თავად უზრუნველყოფს.

ვალერ ბარამიძე, ავტო გალერის” დირექტორი: აშკარაა, ელექტრომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი კომპანიაც სწრაფად მოერგო არსებულ სიტუაციას და მომხმარებელს მისთვის სასურველი ავტომობილები შესთავაზა. მოთხოვნის ზრდაზე ცალსახად მიუთითებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2021 წლის  შემდეგ გაყიდვები თითქმის ყოველწლიურად ორმაგდება. გარემოზე ნაკლები ზემოქმედების გარდა, ელექტრომობილების უპირატესობები აშკარაა, - არის ძალიან კომფორტული, ნაკლებად საჭიროებს სარემონტო მომსახურებას და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საავტომობილო ხარჯები უფრო ეფექტურად განკარგოს. გეგმური მომსახურების მიღებისას, ავტოგალერის სერვისში, მომსახურებას მაღალი კვალიფიკაციის მქონდე ელექტრიკოსები  გაგიწევენ. ელექტრომობილების მეტი პოპულარიზაციისათვის, ძალიან მნიშნელოვანია, შესაბამისი  ინფრასტრუქტურის მოწყობა.  ამაზე უკვე წლებია ზრუნავს „თეგეტა ჰოლდინგი“, რომლის შემადგებლობაში „ავტო გალერი“ საქმიანობს. ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 50-მდე ჰოლდინგის და 200-ზე მეტი სხვა დასამუხტი სადგური. დამტენების ქსელის გაფართოება წელსაც იგეგმება“.

შოურუმში ავტომობილის შეძენისას, მომხმარებელი 2-წლიანი საგარანტიო მომსახურებით სარგებლობს. „ავტო გალერის“ სერვისი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციის მქონდე ელექტრიკოსებით, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების კურსებს, იმისათვის რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

ვალერ ბარამიძე, ავტო გალერის” დირექტორი: ჩვენი კომპანიის საქმიანობა, ცხადია, მხოლოდ ელექტრომობილების რეალიზაციას არ მოიცავს. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შესაბამისი მომსახურებაც შევთავაზოთ. კვალიფიციური კადრები სერვისში და თანამედროვე დანადგარები ის უპირატესობებია, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს“.

ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით „ავტო გალერი“ მომხმარებელს სხავდასვა აქციებსაც სთავაზობს. ამჟამად Volkswagen ID.4-ს მომხმარებელი $39,500-ის ნაცვლად, $35,500-დ შეიძენს. სპეციალური შეთავაზება აქვთ კომპანიაში SOLO მომხმარებლისთვისაც, ამ შემთხვევაში ავტომობილის ფასი $35,100-ია ხოლო გარანტია აღნიშნული აქციის ფარგლებში 5 წელი ან 150 000 კმ გარბენი.  აქცია „ავტო გალერიში“ ივნისის     ბოლომდე გაგრძელდება.

--

„ავტო გალერიშესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანია დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების იმპორტს უზრუნველყოფს. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები