1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაციის შემცირების დამატებითი არგუმენტები

ნოემბრის ფასების სხვადასხვა ინდექსი ინფლაციის მოდერაციის დინამიკას აჩვენებს. უფრო მეტიც, ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში, დეფლაციური დინამიკა უკვე მეორე თვეა რაც ფიქსირდება. ამასთან, სამომხმარებლო კალათაში იმპორტული კატეგორიების ფასებზე სრული ასახვა, ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ადგილობრივი ინფლაციის კუთხით, მოდერაცია კვლავ უფრო მეტი დროითი ჩამორჩენითაა რეალისტური. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ნოემბრის რეალური ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ოქტომბრის მსგავსად, კვლავ ნეგატიურია, რაც ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების დამატებითი არგუმენტია.

 

თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელის მიხედვით, დეკემბერში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მცირე, მაგრამ ყოველთვიური დეფლაციაა მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროგნოზი ნოემბერშიც ანალოგიური იყო, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვიური ინფლაციის დინამიკა მაინც მნიშვნელოვან დასტაბილურებას აჩვენებს, რაც ეტაპობრივად წლიურ ინფლაციაშიც აისახება.

 

ამ ფონზე, წინა კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შედარებით შერბილებული კომუნიკაციის ტონი, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლარის განაკვეთები მიმდინარე პერიოდის პიკზეა და შემცირება უკვე მომდევნო თვეებში, სულ მცირე მარტშია მოსალოდნელი. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის შემოსავლიანობის მრუდი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო შებრუნებულია, ანუ განსაკუთრებით 2 წლიან პერიოდში, რაც უფრო მეტია ვადიანობა, მით უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი. ეს ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ლარის განაკვეთების შემცირების გაზრდილ მოლოდინებზე მიუთითებს.

 

გაეცანით პუბლიკაციის ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები