1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა შეიძლება მოხდეს, თუ ზამთრისთვის საბურავს არ შეცვლით? – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

 

ახალი წლის ჯადოსნური პერიოდისთვის მზადება ნელ-ნელა იწყება. განსაკუთრებულ დღეებს კი მოულოდნელობები არ უხდება. იმისათვის, რომ დღესასწაულზე უსიამოვნო თავგადასავლებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ, მნიშვნელოვანია, ავტომობილის  დეტალები გადაამოწმოთ და მის საიმედოობაში დარწმუნდეთ.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ მძღოლების 100%, ის, ვინც ზამთარში საბურავს არ ცვლის, ერთხელ მაინც ეხვევა უსიამოვნო თავგადასავალში. თან, თუ ეს უსიამოვნება ახალი წლის ღამეს ხდება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

ასეთი უსიამოვნო თავგადასავლის, მეგობრების განრისხებული მზერისა და თავბრუსხვევის ასარიდებლად უმჯობესია, საბურავების შეცვლაზე უკვე იზრუნოთ. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს, რაც შემდგომში ავარიის მიზეზი ხდება. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ. 

საბურავების სეზონურ ცვლილებასა და გასათვალისწინებელ რჩევებზე „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდ მენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი საუბრობს.

რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია ხარისხიანი საბურავი ავტომობილისთვის?

„საბურავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან ის  პირდაპირ კონტაქტშია გზის ზედაპირთან. არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“.

რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება? 

„ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია“.

ვიზუალური განსხვავების გარდა, შემადგენლობის მხრივაც თუ განსხვავდება ზაფხულის საბურავი ზამთრისაგან?

„საბურავის სეზონის განმასხვავებელ ინდიკატორად  ხშირად გამოიყენებენ, უბრალოდ, კაპრონის (ზაფხულის) და რეზინის (ზამთრის) შემადგენლობებს, სინამდვილეში კი საბურავი უამრავი ნივთიერებისა თუ კომპონენტისაგან შედგება.

სა­ბუ­რა­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რო­ბას მისი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და პრო­ტექ­ტო­რის                 კონ­ფი­გუ­რა­ცია გან­სა­ზღვრავს. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბები სი­ცხე­ში უკე­თე­სი მო­ჭი­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ხოლო ზამ­თრის სა­ბუ­რავ­ში პი­რი­ქით - შე­მად­გენ­ლო­ბა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა გათ­ვლი­ლი. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვი სი­ცი­ვე­ში ხის­ტი ხდე­ბა და  მო­ჭი­დე­ბის უნარს კარ­გავს, ხოლო ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი პი­რი­ქით, ცხე­ლი გზის სა­ფარ­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ად­ვი­ლად ცვდე­ბა და მისი მო­ჭი­დე­ბა  ძველებურად ეფექ­ტიანია აღარ არის“.

რა განსხვავებებია ახალსა და მეორად საბურავს შორის?

„ყველა საბურავს აქვს შესაბამისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მისი პრო­ტექ­ტო­რი ცვდე­ბა და სა­ბუ­რა­ვი გამოშრობას იწყებს. სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნი­სას, ხა­რისხთან ერ­თად, მნიშვნელოვანია მათი ასა­კიც, რად­გან მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდ საფრ­თხეს ქმნის ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ბუ­რა­ვი არა მარ­ტო ცვდე­ბა, არა­მედ ძველ­დე­ბა კი­დეც - დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად, მისი შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ეფექ­ტიანო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი დაბლა იწევს“.

ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.

--

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...