1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით „პლანტველის“ ბიომეურნეობა კიდევ უფრო გაიზრდება

კომპანია „პლანტველის“ ეტიკეტსა და ლოგოს ქართული ბიოპროდუქტის, განსაკუთრებით კი მარწყვის მოყვარული მომხმარებელი  უკვე კარგად იცნობს და ენდობა. „პლანტველის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მანანა ანჯაფარიძემ მარწყვის ბაღების გაშენება 2019 წელს გადაწყვიტა. იტალიიდან ჩამოტანილი ჯანმრთელი, ნაყოფიერი მარწყვის ნერგებისთვის ნატახტრის მიწა და კლიმატი თითქმის იდეალური აღმოჩნდა და ერთი წლის თავზე „პლანტველის“ გუნდმა გაწეული შრომის ნაყოფი, პირველი წარმატებაც მოიმკა - იტალიურმა მარწყვა უხვი და ჯანმრთელი ნაყოფი გამოიღო, რამაც „პლანტველის“ გუნდის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

მანამდე კი იყო ბიომერუნეობის გაშენების რთული, მაგრამ გამოცდილებებით სავსე მცდელობები: 2018 წელს, ადგილობრივ სანერგეში ნაყიდი ჟოლოსა და მაყვლის ნერგები, რომლებიც კომპანიამ ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით 3 ჰა მიწაზე გააშენა, დაავადებული აღმოჩნდა, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს ერთ წელიწადში ბაღების მთლიანად ამოთხრა და დაავადებული ნიადაგის მკურნალობა მოუწიათ.

თუმცა, მანანა ანჯაფარიძე ზარალს და წარუმატებლობას არ შეუშინდა და იტალიელი კონსულტანტის, ფრანკო ზენტის რჩევით და დახმარებით, იგივე მიწაზე, ახლა უკვე იტალიური მარწყვის რემონტანტული ჯიშის ნერგების გაშენება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა და ერთი წლის თავზე ყველა დაარწმუნა, რომ მის მიერ დაწყებული უკომპრომისო, შრომატევადი და სირთულეებით სავსე საქმე - ბიოპროდუქტის წარმოება - სასარგებლოს გარდა მოგების მომტანიც იყო.

თიბისისა და ბიომეურნეობა „პლანტველის“ ურთიერთობა სწორედ 2019 წელს დაიწყო, როცა მანანა ანჯაფარიძე მარწყვის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას შეუდგა, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით მეურნეობა ტრაქტორით, ღობით, შიდა გზებით, 150 მეტრიანი ჭაბურღილითა და  რეზერვუარებით, სველი წერტილებითა და საჩრდილობელით აღჭურვა და მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმა.

პარტნიორობა ამით არ დამთავრებულა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარწყვის  ძირები გაცილებით ჯანმრთელი და ნაყოფიერი იქნებოდა, თუკი მას იტალიურივე კონსტრუქციით გადახურავდნენ. თბისისი მხარდაჭერითა და ფრანკო ზენტის რჩევით, „პლანტველიმ“ ეგრეთწოდებული გვირაბული სისტემის სათბურები იტალიიდან საქართველოში ჩამოიტანა და ნატახტრის ბიომეურნეობაში დაამონტაჟა.

„ჯიშებმა, რომლებიც ჩვენ იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ნატახტარში ძალიან კარგად იხარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ მაინც უჭირთ ზაფხულის ცხელი დღეების, ჭარბი ნალექებისა და ქარების გაძლება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ცოტა ჩვენც დავეხმაროთ მარწყვს იმ პროცესების გავლაში, რაც მას  სჭირდება იმისთვის, რომ უხვი და ჯანსაღი ნაყოფი მოგვცეს. გვირაბული სათბურები სპეციალურად მარწყვის კულტურაზეა გათვლილი, მას აქვს სპეციალური, დამცავი ფირი და მზისგან დამჩრდილავი ბადე, რომელიც იცავს მას ზედმეტი სიცხისგან. მარწყვი დაცულია, ასევე, სეტყვისგან და ქარისგანაც, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო. თიბისის დახმარებით შარშან დავამონტაჟეთ ეს სათბურები და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს პრობლემებიც მოგვარებულია. პირველი წელია, რაც მოსავალი მივიღეთ - 1ჰა-ზე 20ტ. მარწყვი, რაც საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი რაოდენობაა. ამავდროულად, პირველი წელია, მოგებაზეც გავედით. მომავალ წლებში კი უფრო მეტ მოსავალს ველოდებით,“ - ამბობს მანანა ანჯაფარიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორი ტექნოლოგიის და მეთოდების გამოყენებით მარწყვის მეურნეობა გაცილებით მომგებიანი ბიზნესი გახდება, ვიდრე დღეს არის.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შემდეგ წლებში „პლანტველი“ მარწყვის რემონტანტული ჯიშებისგან კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელოდება. გეგმა კი სათბურებში დამატებით სავინტილაციო სისტემის დამონტაჟებას გულისხმობს, რომლის დახმარებითაც შიდა სივრცეში ტემპერატურის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. ამ სისტემამ კი მზის ენერგიაზე უნდა იმუშაოს, შესაბამისად, მანანა ანჯაფარიძე „პლანტველის“ მეურნეობაში მზის პანელების დამონტაჟებასაც აპირებს.

გარდა ამისა, კომპანია მეურნეობის გაფართოებას და ბიზნესის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს. მალე „პლანტველი“ ტურისტებსაც უმასპინძლებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...