1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი კონცეფტთან პარტნიორობით იმართება

თიბისი კონცეპტის პარტნიორობით და კინოხელოვნების ცენტრ «პრომეთეს“ ორგანიზებით, წელს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კინოთეატრ ამირანში, პოლონელი რეჟისორის,  აგნეშკა ჰოლანდის ფილმით «მისტერ ჯონსი» (2019 წ.) გაიხსნება.  ფესტივალის საზეიმო დახურვა და  დაჯილდოება კი,  10 დეკემბერს შედგება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი «როქსი» (2022 წ.). ფილმის დახურული კინოჩვენება სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის გაიმართება.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“.  ქართული ფილმების   საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია  6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.  

 

კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს,  თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს ცნობილ რეჟისორ აგნეშკა ჰოლადთან შეხვედრას.

ფესტივალის საკონკურსო ფილმებს კი, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:

 

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

 

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

 

მხატვრული ფილმების ჟიური:

 

ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)

ენცო პორჩელი ( იტალია)

სადაფ ფოროღი (ირანი)

 

დოკუმენტური ფილმების ჟიური:

ალის აგნესკირხნერი (გერმანია)

ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)

ოლენა იერშოვა ( უკრაინა)

 

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს  ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:

 

 

·         ევროპული ფორუმი

·         ოსკარის მაძიებლები

·         ჰორიზონტები

·         დამზადებულია გერმანიაში

·         ქვეყანა ფოკუსში-რუმინეთი

·         უკრაინა: თავისუფლების ფერები

·         რეჟისორი ფოკუსში-აგნეშკა ჰოლანდი

·         ინიციატივა DOCA

·         აპოლო: კინოს მეხსიერება

·         განსაკუთრებული სეანსები

·         ქართული პანორომა

საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 10 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით.

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი , ქალაქ თბილისის მერია,  გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო,  ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი.

თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორია- თიბისი კონცეპტი, სასტუმრო "რუმსი" ,  მასტერქარდი, სასტუმრო «პულმანი», Terminal • ტერმინალი,  VISMINO  და «ბორჯომი».

28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ კინოფესტივალის აბონიმენტი და დაესწრონ ყველა იმ კინოჩვენებას რომელიც კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება. აბონიმენტის შეძენა მოხდება კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით.

1 დეკემბრიდან, ცალკეული ბილეთები გაიყიდება tkt.ge-ს ვებგვერდსა და კინოთეატრ ამირანის სალაროებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...