2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარადაჭერით სასტუმრო „ZP Palace“-მა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ZP Palace“-მა, კომპანია ჯეო ენერჯის დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 35 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 32 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

„ჩვენ უკვე ექვსი წელია რაც საქართველოს ბანკის პარტნიორები ვართ.  მათი ფინანსური მხარდაჭერით და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით, სასტუმრო ZP Palace-ის სახურავზე 43.46 კვტ სიმძლავრის მზის სადგურები, გარემოს ზრუნვისა და ელექტრო ენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით დავამონტაჟეთ. ეს სახურავის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 48 000 კვტ.სთ-ს შეადგენს და ინვესტიციის უკუგების პერიოდი ექვსი წელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ „ჯეო ენერჯის“ მიერ შესრულებული სამუშაოებით და, რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა სასტუმრო ZP Palace-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა კოდუამ.

 

„საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები