2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმრთელობა უფრო მარტივად - თიბისი დაზღვევის განახლებული აპი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანებისთვის ხშირად დიდ დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ყველასთვის კარგად ნაცნობია კლინიკებში არსებული გრძელი რიგები, რთული ხელწერის მქონე ექიმები, სატელეფონო კავშირისას დიდი მოლოდინის დრო და კიდევ სხვა არასასიამოვნო პროცესები. გადატვირთული გრაფიკის გამო კი, ყოველთვის ცდილობენ ადამიანები ასეთი სიტუაციებისგან თავის არიდებას.

 

სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევამ მომხმარებელს შესთავაზა განახლებული აპი, რომლითაც ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო ამარტივებს და დიდ დროსთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უფრო სწრაფად ჭრის.

 

განახლებული ჯანმრთელობის აპი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ახალი ფუნქციონალით. უკვე არსებული შესაძლებლობების გარდა, აპის გამოყენებით ახლა უკვე ინსტრუმენტულ კვლევებზე სასურველ დროს ჩაწერა და პროვაიდერი კლინიკების საკონტაქტო ინფორმაციისა თუ მისამართების მარტივად ნახვაც გახდა შესაძლებელი.

 

აპის ახალ ვერსიაში მომხმარებელი უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს ჯანმრთელობის დაზღვევის ისეთი სერვისებით სარგებლობას, როგორიცაა:

 

●     ოჯახის ექიმთან ჩაწერა

●     მიმართვის მოთხოვნა

●     ანაზღაურების მოთხოვნა

●     ფსიქოთერაპევტთან ჩაწერა

●     ლიმიტების და დაფარვების ნახვა

●     სასწრაფოს გამოძახება

●     ექიმთან ვიზიტის ჯავშნები

●     საგარანტიო წერილის მოთხოვნა

●     სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურება

 

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მუდმივ პროგრესზე და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო გავამარტივეთ სამედიცინო სერვისების მიღება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა - კლინიკაში ჩაწერის პროცედურა გახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი; მომხმარებელს შეუძლია მათთვის სასურველ დროს თავად დაგეგმოს ოჯახის ექიმთან ვიზიტი და კვლევები; გადაამოწმოს საკუთარი ლიმიტები და მარტივად მოიძიოს პროვაიდერი კლინიკების ინფორმაცია”, - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი.

 

თიბისი დაზღვევა, კვლავ განაგრძობს ინდუსტრიისთვის ახალი სტანდარტების დაწესებას. სწრაფი და ციფრული მომსახურება მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები