2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „რეფორმა” რიგით მესამე სკეიტმოედანს ვარკეთილში აშენებს

 

თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, - დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სკეიტმოედნები ფუნქციონირებს. ორივე პროექტი, თბილისის 

 

მერიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია „რეფორმამ“ შეასრულა. კიდევ ერთი

 სკეიტმოედანი თბილისს, ვარკეთილში შეემატება. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  Reforma Construction Management Company, კონტრაქტორი კომპანია Renovate - ის ჩართულობით, წლის ბოლომდე ვარკეთილის II კვარტალში, საქართველოს ერთიანობისთვის 

მებრძოლთა ქუჩაზე, 1200 კვადრატული მეტრის სკეიტპარკს ააშენებს. 

 

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეს„რეფორმას” რიგით მესამე სკეიტმოედანია.

 ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ბეტონირების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და 

მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის. ჩვენი გუნდის უმაღლეს სტანდარტს ადასტურებს უკვე განხორციელებული პროექტები და ახლაც, საერთაშორისო პარტნიორების

 ჩართულობით, ვახორციელებთ არამხოლოდ სამშენებლო, არამედ საპროექტო სამუშაოებსაც. ეს კი, თავისთავად, საბოლოო პროდუქტის ხარისხის

 გარანტიაა.” ამბობს „რეფორმას” პროექტების მენეჯერი, მათე

ნაცვლიშვილი. 

 

მათე ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი Design Build-ის მოდელით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე

 არსებობს „რეფორმას” გუნდის მიერ განხორციელებული რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკი, საუბნო სკეიტპარკზე მუშაობა კიდევ ახალი გამოწვევა და სიანტერესო გამოცდილებაა. 

 

„საპროექტო სამუშაოებისას მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ისე დაგვეგეგმა საუბნო სკეიტმოედანი, რომ გაგვეთვალისწინებინა როგორც ადგილობრივი სპორტსმენების, ასევე, აქ მცხოვრები მოზარდებისა და რეკრეანტების საჭიროებები. სწორი სივრცითი განაწილება შესაძლებლობას იძლევა როგორც სპორტული, ისე სარეკრეაციო აქტივობებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პარკი მაქსიმალურად 

ინტეგრირებულია არსებულ ლანდშაფტურ კონტურში და ჰარმონიულად ერწყმის ურბანულ სივრცეებს.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად, ქართველი სკეიტერების ინიციატივით, მშენებლობის პროცესში დავასაქმეთ სპორტსმენები, რომლებიც გამოცდილებას ჩვენი უცხოელი სპეციალისტებისგან აგროვებენ და სამომავლოდ, სურვილი გვაქვს, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი კვალიფიკაციური კადრებით განვახორციელოთ. Მნიშვნელოვანია თავად პრეცედენტი, რომ ერთის მხრივ, ქალაქი ზრუნავს ახალგაზრდებზე, მათ ჯანსაღ ცხოვრების წესის წახალისებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მეორეს მხრივ, თავად ახალგაზრდები არიან ჩართულები ქალაქის განვითარებასა და მის სოციალურ ცხოვრებაში“, -  ამბობს მათე ნაცვლიშვილი. 

 

კომპანია „რეფორმას“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; 

თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიდა სხვა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...