0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა

საქართველოს ბანკი ქართული წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კასპში ლუდის საწარმომ წარმოება სამჯერ გაზარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 300,000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 85,000 ლარს უტოლდება.

 

„მთის ლუდის“ ბრენდის ქვეშ, კომპანია ცოცხალ, გაუფილტრავ კრაფტ ლუდის წარმოებას ახორციელებს. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კასპში, გორში, მუხრანში, ქარელში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხორციელდება.

 

ფინანსური რესურსი თანამედროვე ხარისხის  ინვენტარის შეძენას მოხმარდა. კომპანია თვის განმავლობაში  15-20 ტონა ლუდის წარმოებას უზრუნველყოფს.

 

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, წარმოების გაფართოვება და თანამედროვე  სტანდარტების დანერგვა შევძელით. საწყის ეტაპზე, ყოველდღიური წარმოება 200 ლიტრს შეადგენდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 600 ლიტრს აჭარბებს. ჩვენი მიზანია, მეტად გავზარდოთ წარმოება და დღეში 2 ტონა მოცულობის ლუდი გამოვხადოთ. წარმოებას ვისკიც დავამატეთ, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ მომხმარებელს სხვა სახეობის ლუდიც შევთავაზოთ“, - აცხადებს ზურაბ თეზიაშვილი, საწარმოს ხელმძღვანელი.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები