0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

თიბისიმ მცირე მეწარმეებისათვის ახალი პროდუქტი შექმნა - „მინი ბიზნეს სესხი/მინი აგრო ბიზნეს სესხი“, რომლის მაქსიმალური ლიმიტი  50 000 ლარია. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და მცირე აგრო მეურნეობებისათვის (ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ბაზრობის ტიპის ობიექტებზე მოვაჭრეები, სტილისტები, აგრო მწარმეები და ა.შ.).

 

სესხი შესაძლებელია გაიცეს  მცირე მეწარმეებზე ნებისმიერი მიზნობრიობით და უგირავნოდ.

პროდუქტით სარგებლობისათვის აუცილებელია მსესხებელს ბიზნეს მიმართულებაში ჰქონდეს მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება, ხოლო აგრო მეურნეობის შემთხვევაში მინიმუმ 1 სეზონი.

 

სესხის ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 60 თვემდე, დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე და მსესხებლის რისკის პროფილზე. გრაფიკის დაგეგმვა ხდება მსესხებლის შემოსავლის მიხედვით, არასეზონური ბიზნესისათვის იგეგმება ყოველთვიური, თანაბარი გადახდები, ხოლო სეზონური ბიზნესისათვის, იგეგმება შემოსავალზე მორგებული გრაფიკი.

 

მარტივია ასევე პროდუქტით სარგებლობა,  განაცხადის დაფიქსირებისა და სესხის აღების პროცესი. სასესხო  განაცხადის დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში და  მსესხებლის ბანკში ვიზიტის გარეშე, მომხმარებელი პასუხს განაცხადის დაფიქსირებიდან  რამდენიმე საათში მიიღებს.

 

აგრეთვე გამარტივებულია ხელშეკრულებების დადასტურების პროცესი, შესაძლებელია, სესხის გაცემა დადასტურდეს SMS-ით, რაც ასევე ასწრაფებს, ამარტივებს სესხის გაცემის პროცესს.

 

 

 

   

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები