0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამყრელიძე - მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა კითხვას, რამდენ ხანში შეიძლება გაიგოს ადამიანმა, რომ მაიმუნის ყვავილით დაავადდა. „მალე, გვექნება სპეციალური „პისიარ ტესტი“ მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ დაამატა, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია.

„დღეს არის ეგრეთ წოდებული დაკვირვების და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი.

ჩვენთან, ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი. მოვახდინოთ მაიმუნის ყვავილის ვირუსის იდენტიფიცირება. სულ მალე, გვექნება სპეციალური „პისიარ ტესტი“ მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ.

ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები