0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული.

NCDC-ს ცნობით:

  • მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერეს 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
  • მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრღნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
  • 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
  • მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
  • ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივი ყვავილის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).

შესაძლო შემთხვევა

ცხელებით (

კომენტარები

მსგავსი სიახლეები