0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

 

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Globalize ევროპის მასშტაბით პირველ კონფერენციას გამართავს. Globalize EU Conference სილიკონ ველის შემდეგ უკვე პარიზში, 11 ივნისს გაიმართება.

 

Globalize EU Conference თავს მოუყრის ვეროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ  საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები. 

 

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საჭირო  კავშირების დამყარებას ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რაც მათ სამომავლოდ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.  ეს კი მნიშვნელოვანია სტარტაპებში ინვესტირების, ექსპორტიორების მხარდაჭერისა და  ევროპის ბაზრის ათვისების თვალსაზრისით. კონფერენციის ვიზიტორებს არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ საკუთარი კომპანია და იდეები აუდიტორიასა და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით. 

 

კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარსდგება და  განიხილავენ გლობალურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს. 

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ სილიკონ ველის შემდეგ, რიგით მეორე კონფერენციას. Globalize EU Conference უკვე პარიზში, 11 ივნისს გაიმართება. აღნიშნული კონფერენცია ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. კონფერენცია ერთმანეთს დააკავშირებს ინვესტორებს, ქართველ სტარტაპებს, გამოცდილ სპიკერებს, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები, სწრაფადცვალებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები.  ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ჩვენს პარტნიორებთან ერთად  ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა. 

 

„წარმატებულ ქართველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვაკავშირებთ სტარტაპებთან და ექსპორტიორებთან იმისთვის, რომ მათ გამოცდილება გააზიარონ და ახალბედა ანტრეპრენერებს რეკომენდაციები მისცენ; ასევე, ხელი შევუწყოთ გლობალურ ბაზარზე გასვლისა და საქმიანობის გაფართოების პროცესებში. Globalize-ის პირველმა კონფერენციამ, რომელიც გასულ თვეს, სილიკონის ველზე შედგა, წარმატებით ჩაიარა. იმ ქართული სტარტაპების შესახებ, რომლებიც კონფერენციაზე წარსდგნენ უკვე არაერთმა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა გაიგო. ამ ჯერზე კონფერენცია ევროპის მასშტაბით გაიმართება. ამასთან, აქცენტები უკვე ექსპორტიორებზეც გაკეთდება“ - სალომე კუკავა, Globalize დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი. 

 

ინფორმაციისთის, GLOBALIZE  წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. 

 

სრული ინფორმაცია Globalize-ს, მისი მისიისა და მომსახურებების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.globalize.ge

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...