0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქოლგა თბილისი ფოტოს კვირეული იწყება

ფოტოკონკურსი ქოლგა 2022-ის წარმდგენია თიბისი. თიბისისა და ქოლგა თბილისი ფოტოს თანამშრომლობა უკვე 18 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს ქოლგას ღონისძიებებს. ფოტო კვირეული 6 მაისს გაიხსნება. პროგრამიდან ორ გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს და საგანმანათლებლო მიმართულებას (ვორქშოპები, სემინარები, პორტფოლიოს განხილვები).

 

ქოლგა თბილისის ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება 6 მაისს 20:00 საათზე, დოდო აბაშიძის #10-ში, არტარეაში. ცერემონიის მუსიკალური მასპინძელი იქნება ჯგუფი Pitter J. ფოტო კვირეული მოიცავს როგორც გამოფენებს, ასევე  დაჯილდოებას 5 ნომინაციაში:

•            დოკუმენტური სერია;

•            რეპორტაჟი;

•            კონცეპტუალური ფოტო პროექტი;

•            ერთი კადრი;

•            მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი.

 

7 მაისს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე, მარჯანიშვილის #7-ში გაიხსნება ვახო ხეთაგურის გამოფენა - „მთის მიღმა“. 10 მაისს თიბისი კონცეპტის მეორე სართულის სივრცეს დაიკავებს სანდრო სულაბერიძის ნამუშევრების გამოფენა - „გარე თვალით დამკვირვებელი“. ექსპოზიცია ავტორის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს.

 

ქოლგა თბილისი ფოტო ორი წლის მანძილზე, კოვიდ პანდემიის ფონზე შექმნილი სიტუაციის გამო, ვირტუალურად ტარდებოდა. წელს ფესტივალი უბრუნდება ცოცხალ რეჟიმს, რაც კიდევ უფრო სახალისოსა და აქტიურს ხდის ღონისძიებას.

 

ფოტოკონკურსი ქოლგა 2022-ის მონაწილეები წარმოადგენენ ნამუშევრებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე: „Слава Украини“- ჯგუფური გამოფენა; „მთების სიმაღლიდან“- დევი თარხნიშვილის არქივი; „მთის მიღმა“- ვახო ხეთაგური; „გარე თვალით დამკვირვებელი“- სანდრო სულაბერიძე; „სხვა საბჭოთა ადამიანი“- გურამ თიკანაძე და სხვა.

 

წელს თიბისის არსებობის მესამე ათწლეული უსრულდება. თიბისი 30-ის ფარგლებში მრავალი ღონისძიება იგეგმება, რომლის მეშვეობითაც თიბისი გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას. ქოლგა თბილისი ფოტო ერთ-ერთი მათგანი და პრიორიტეტული ღონისძიებაა. გამოფენა სტუმრებს დაუტოვებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებებს.

 

„ქოლგას და თიბისის 18 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პარტნიორობით უამრავ ადამიანს საშუალებას ვაძლევთ, განავითაროს და წარმოაჩინოს საკუთარი ხედვა და ფოტოგრაფიის ენით ესაუბროს ათიათასობით ადამიანს აქტუალურ თემებზე. საქართველო ქოლგას არსებობით ნამდვილად გახდა თანამედროვე ფოტოგრაფიის ისტორიის ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვან დროს ყველაზე აქტუალურ ამბებს უყვება მნახველს. თიბისისთვის დიდი პატივია ამ ფესტივალის მეგობრად ყოფნა უკვე მეორე ათწლეულის განმავლობაში.“ - ნინო ეგაძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი.

 

თიბისისა და ქოლგა თბილისი ფოტოს თანამშრომლობის ისტორია 2004 წლიდან იწყება და მოგვითხრობს წარმატებული პარტნიორობისა და ღირებული ღონისძიებების შესახებ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია კულტურული განვითარება და შესაბამისად, ხელოვნების აღმასვლის ხელშეწყობა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ პროექტის მხარდაჭერა, სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება.

 

ფოტკონკურსი ქოლგა 2022-ის სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდზე: https://kolga.ge/exhibitions

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...