0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება

საქართველოს ბანკი კულტურული მნიშვნელობის პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გალერეა კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 27 აპრილს გაიხსნება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ხელოვნების კონსულტანტის, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, გამოფენაზე XX საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო 6 წლის მანძილზე სხვადასხვა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის: ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები.   

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავსი კულტურული მნიშვნელობის ღონისძიებას და დამთვალიერებელს კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული შემოქმედება გავუზიაროთ. გამოფენის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინება ის ნამუშევრები, რომლის შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნებაც მხოლოდ ახლახან მოხდა. ის ღვაწლი, რაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებმა ქართული ხელოვნების განვითარებაში შეიტანეს, ფასდაუდებელია. გვეამაყება, რომ გვეძლევა შესაძლებლობა სწორედ ეს მრავალფეროვანი, ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევრები გავუზიაროთ სტუმრებს. დარწმუნებული ვართ, დამთვალიერებელი ნასიამოვნები დარჩება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები