0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტასა“ და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე

 

სოლოლაკში, ბეთლემის ქუჩაზე დიდი ხანია, თამამად სეირნობს ფისო ჭრელი ბეწვით. რამდენიმე მეგობარიც ჰყავს და კეთილი მეზობლებიც - იტალიური ეზოს მცხოვრებნი, რომლებიც უბნის კატებს მშიერს არასოდეს ტოვებენ. ცხოველებიც უპირობო სიყვარულით პასუხობენ მზრუნველ ადამიანებს და  ეზოს მღრღნელებისგან თავგამოდებით იცავენ. თუმცა სოლოლაკელი ფისოების შემთხვევა გამონაკლისია. შინაური ცხოველების უმრავლესობა ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვისა და თავშესაფრის გარეშე ცხოვრობს.

მათ გადასარჩენად ცხოველების მოყვარული ადამიანების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project დააფუძნა და მათზე ზრუნვას შეუდგა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

"ჩვენს ქვეყანაში კატებისა და ძაღლების პოპულაცია, ანუ მათი რაოდენობა არსად აღირიცხება, არ არსებობს არც კონტროლის მექანიზმი, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურა არასაკმარისი სიხშირით ტარდება, კატების კი - კიდევ უფრო იშვიათად. Animal Project-ის თანადამფუძნებლები მოხალისეებად ვმუშაობთ ცხოველების კეთილდღეობისა და მოვლის კულტურის ამაღლებაზე. საზოგადოების მაღალი ჩართულობა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ძალისხმევით ბევრი ცხოველის გადარჩენაც შევძელით და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განვახორციელეთ“.

ცხოველებზე ზრუნვის სურვილი გახდა მიზეზი, რის გამოც Animal Project-ის და „თეგეტა ჰოლდინგის“ გზები გადაიკვეთა. მათ ერთად გადაწყვიტეს, ზრუნვით შეცვალონ ქუჩაში მცხოვრები ფისოების ყოველდღიურობა და წამოიწყეს კამპანია, რომელიც ცხოველთა, ამჯერად კატების, უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ეს არის კატების  სტერილიზაცია-კასტრაცია. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად. პირველ რიგში, მინიმუმამდე მცირდება სხვადასხვა მძიმე დაავადების, მათ შორის სიმსივნის, განვითარების რისკი. კატები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და შემდეგ ქუჩაში, ძირითადად ტანჯვასა და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ამიტომ  სტერილიზაციით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება“, - გვიყვება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.

ნათია გვიხსნის, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას. ოპერაციის შემდეგ ცხოველების პერსონალური თვისებები უცვლელი რჩება, არ უქვეითდებათ თამაშისა და კომუნიკაციის სურვილი. ასე რომ, ეს პროცედურა არანაირ გავლენას არ ახდენს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. მახინჯი და საზიანო პრაქტიკაა სტერილიზაციის მაგივრად მედიკამენტის გამოყენებაც (თუნდაც ერთჯერადად) გამრავლების სურვილის პერიოდში. შესაძლოა, პრეპარატმა ცხოველისთვის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

განვითარებულ ქვეყნებში ცხოველების სახლის პირობებში გამრავლება იკრძალება. ძაღლებსა და კატებს მხოლოდ ლიცენზირებული საშენები ამრავლებენ, ყველა წესისა და ცხოველის უფლებების დაცვით“, - გვეუბნება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.

თანამშრომლობის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფისოები ჯერ თბილისში გადაარჩიეს. კამპანიამ ქუთაისში, გორსა და ბოლნისშიც ჩააღწია. ოპერაციები ვეტერინარულ კლინიკებში, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, პროფესიონალებმა ჩაატარეს.

ქუჩაში მცხოვრებმა ფისოებმა შესაბამისი პროცედურის შემდეგ 3-დღიანი რეაბილიტაცია გაიარეს. ნაოპერაციები კატები მეთვალყურეობისთვის დროებით მოხალისეებმა შეიფარეს.

„ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, Animal Project-თან ერთად, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, ვინც ზუსტად იციან ცხოველთა საჭიროებები. კასტრაცია-სტერილიზაციის თემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და უკვე 120-ზე მეტ კატას ჩაუტარდა პროცედურა. სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად თბილისის სხვადასხვა უბანში მიუსაფარ კატებს ექნებათ სახლები, სადაც ცივ ზამთარს გაატარებენ“, - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

Animal Project ყოველწლიურად ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების ღონისძიებებს, შეძლებისდაგვარად ამარაგებს ოთხფეხა მეგობრებს საჭირო მედიკამენტებით, ქმნის მოხალისეთა ჯგუფებს და მათი ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას უზრუნველყოფს. შეგიძლიათ ორგანიზაციას თავადაც დაუმეგობრდეთ „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ზე, სადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, მათი დახმარების მსურველებიც არიან გაერთიანებულნი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...