0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას, ნოემბრის ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურქული

 ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ამ ეტაპზე შესაბამისი კავშირი არ იკვეთება. კერძოდ, თურქული 

იმპორტისა და 

გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი 

გაიზარდა კიდეც.

 

ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკასთან ერთად, 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადსხვა ინდექსი გამოქვეყნდა. ზრდის მხრივ,

 ყოველთვიურ შეფასებებთან

 შედარებით, მატერიალური გადახედვა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2021 წლის ორნიშნა

 ეკონომიკურ ზრდას. 

სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა ძირითადმა სექტორმა განაპირობა, თუმცა მშენებლობას მნიშვნელოვანი

 უარყოფითი წვლილი 

ჰქონდა. აღნიშნული ძირითადად დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების შედეგი იყო, რომელიც

 მშენებლობის სექტორის

 დეფლატორით შესწორების შემდეგ, რეალურ მაჩვენებლებში წ/წ 44.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასების ინდექსებს, დინამიკა ძირითადად მოლოდინების შესაბამისი იყო და თიბისი კაპიტალის პროგნოზებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 27 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები