1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება

1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები