0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი ლიბერთის ახალი წელი

ლიბერთი თავის მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს - საახალწლო აქცია და განახლებული პირობები

ლიბერთი ბანკმა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა ახალი სტრატეგია და ახალი პროდუქტების სერია. რომელთაგან ერთ-ერთი პირველი პროდუქტი - ახალი ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთის ახალი გუნდი, მომხმარებელს წამყვან საბანკო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებით საახალწლო აქციას იწყებს.

31 დეკემბრამდე, აქციის ‘ლიბერთის ახალი წელი’ ფარგლებში მოქმედებს: o სპეციალური პირობები სამომხმარებლო სესხზე (9,9% წლიური, 21,14% ეფექტური) o გაზრდილი პროცენტი ყველა ტიპის ანაბარზე, განსაკუთრებით ევროს ანაბარზე o უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე აშშ დოლარში o ფულადი პრიზები საერთაშორისო გზავნილზე და o ფასდაკლება -6% ოქროს სესხზე დამატებით, 31 დეკემბრამდე სამომხმარებლო სესხის აღების შემთხვევაში, დაფარვას მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაიწყებს, ხოლო პირველი 500 მომხმარებელი 300 ლარამდე ქეშბექს დაიბრუნებს!

 ‘ლიბერთის ახალი წელი’ აქციის ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც ლიბერთის იპოთეკურ სესხს აშშ დოლარში აიღებს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს უპრეცედენტო შეთავაზებით - წლიური 3,8%-დან და ეფექტური 5,39%-დან, როგორც ახალ იპოთეკაზე, ასევე რეფინანსირების შემთხვევაში. თანხის დაზოგვისთვის ლიბერთი საუკეთესო პირობებს სთავაზობს მათ, ვინც საახალწლო აქციაში ჩაერთვება.

ანაბრის ევროში გახსნისას შესაძლებელია ყველაზე მაღალი სარგებლის მიღება. საპროცენტო სარგებელი გაზრდილია ასევე სხვა ვალუტაში გახსნილ ყველა ტიპის ანაბარზე.

“თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” ამ გზავნილით და განახლებული პირობებით ლიბერთი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას. ლიბერთის ახალი აქცია ოქროს სესხზე გულისხმობს 6%-იან ფასდაკლებას ოქროს სესხზე, ოქროს მაღალ შეფასებასა და გადახდის მორგებულ პირობებს. ‘ჩვენი სტრატეგია ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’, რომელიც სექტემბერში გავაცანით საზოგადოებას, მოიცავს ადამიანებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას. გვჯერა, რომ წინასაახალწლო აქცია განახლებული და საუკეთესო პირობებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს მათზე მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული პირობებით.

 ჩვენ კი გავაგრძელებთ ახალ შეთავაზებებზე მუშაობას და ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე სიახლეს წარვადგენთ.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. ‘ლიბერთის ახალი წელი’ აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...