0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როცა ზრუნვა ასე მარტივია - Tegeta.care და ,,პირველი ნაბიჯი“ ერთად თანადგომისთვის

ერთი შეხედვით რომ არაფრად გვეჩვენება, - უბრალოდ გაღიმება, მოკითხვა, სათამაშო იქნება თუ დახმარებისათვის გადარიცხული ერთი ლარი, თურმე ფასდაუდებელი ხდება. ამის შესახებ კარგად იციან არასამთავრობო ორგანიზაციაში "პირველი ნაბიჯი“, რომელიც ზუსტად ასე ბავშვების დახმარების ენთუზიაზმით და მცირე რესურსებით შეიქმნა. ყველაფერი კასპის ბავშვთა სახლში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გადასარჩენად დაიწყო. პირველი ნაბიჯი გადადგეს და საამაყო შედეგები მიიღეს, - კასპის ბავშვთა სახლიდან, 15 მცირეწლოვანი  ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.

შემდეგ დაფუძნდა ორგანიზაცია, დახმარების მსურველებიც მალევე გამოჩნდენენ და საჩუქრად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე  ამერიკის არმიის დახმარებით, კოტეჯების მშენებლობაც გაჩაღდა.

"ორგანიზაციის თავდაპირველი მისია გახლდათ, რომ „კასპის“ მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ამას მივაღწიეთ, თუმცა, 10 წელი დაგვჭირდა. მიზანი კი ბავშვების გადარჩენა და მათთვის არა „არსებობის“ არამედ ცხოვრების უფლების დაბრუნება იყო. გავიდა დრო. ბავშვებთან ერთად, „პირველი ნაბიჯიც“ იზრდებოდა და თანდათან, თანამედროვე და ძლიერი მომსახურების მიმწოდებლად გადაიქცა“, - ამბობს „პირველი ნაბიჯის“ დირექტორი, თამარ ზაალიშვილი

დონორების დახმარებით ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების განვითარებას და უფლებების დაცვას ემსახურება. დღეს ორგანიზაცია კონსულტაციისა და თერაპიის პროგრამებს, დღის ცენტრის სერვისსა და ბინაზე მომსახურებას 900-მდე ბავშვსა და მათ მშობლებს სთავაზობს.

 „ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა - ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე, მათ ოჯახებზე, ერთმანეთზე, დიახ ერთმანეთზეც. ერთი შეხედვით,  მარტივი საქმიანობა, სინამდვილეში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ასეთია „პირველი ნაბიჯის“ ყოველდღიურობა“, - გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.

 „პირველმა ნაბიჯმა“ საქმიანობა 15-კაციანი გუნდით დაიწყო. დღეს კი ბავშვებს და მათ ოჯახებს 158 თანამშრომელი ემსახურება.  ორგანიზაციამ 2000-ზე მეტ მცირეწლოვანს გაუწია მომსახურება 23 წლის მანძილზე, თუმცა არა მხოლოდ ბავშვები, არამედ სპეციალისტების თაობებიც გაზარდა. ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვა, უფრო მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერა და უკვე არსებული, თუ ახალი პროგრამების განხორციელება მომავალშიც რომ უწყვეტად შეძლონ, „პირველ ნაბიჯს“  დახმარება მუდმივად სჭირდება.

"ერთი ნაბიჯი ქველმოქმდებისთვის“, -"პირველი ნაბიჯის“ ეს სლოგანი ზუსტად დაემთხვა თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას, რომლის მიზანიც სწორედ  ზრუნვა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. "იზრუნე რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური იყოს“, ამ ინიციატივას კომპანიამ ფორმა და ფუნქცია შესძინა და შექმნა პლატფორმა Tegeta Care, სადაც არა ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია გააერთიანა. ახლა ნებისმიერ მსურველს თავადაც შეუძლია სულ რამდენიმე წამში, დაბრკოლებების გარეშე მისთვის ხელმისაწვდომი თანხა სასურველ ბენეფიციარს გადაურიცხოს. 

„ჩვენ სულ კეთილი კომპანიების და ადამიანების ძიებაში ვართ, რომლებთან ერთადაც შევძლებთ ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.  „თეგეტამ“ ახალი პლატფორმის შექმნაზე რომ დაიწყო მუშაობა, დაგვიკავშირდნენ და პროექტში ჩართვა შემოგვთავაზეს. სიხარულით დავთანხმდით. ამ კამპანიის გარდა, „თეგეტა“ ისედაც ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს „პირველი ნაბიჯისთვის“, მათ შორის, ზრუნავს ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის უფასო სერვისზე, რაც უდიდესი შეღავათია ჩვენთვის“.

"ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს, ჩვენი მოწოდება ჩვენს დევიზშია - ნაბიჯი გამარჯვებისკენ“. - გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები