1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზვიად ციკოლია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: “რადგან გადაწყვეტილებების ერთადერთი მიმღები ბრძანდებით თქვენ, გხთოვთ…”

დიზაინერი, ზვიად ციკოლია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ბატონო ბიძინა, თქვენი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი შეიძლება შეფასებული იყოს მრავალნაირად, თუმცა ერთი ფაქტია, რომ თქვენი კვალი მკაფიოა. საზოგადოება დღეს ორად არის გახლეჩილი, რის მიზეზადაც ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებია მოყვანილი, თუმცა ერთ რამეში ყველა თანხმდება, რომ თქვენი პოლიტიკური წონა და გავლენები არ იყო სათანადოდ შეფასებული. განსაკუთრებით მაშინ გამოჩდა როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები თუ დასავლეთი უმწეო აღმოჩნდა თქვენს მიზნებთან მიმართებაში. რადგან გადაწყვეტილებების ერთადერთი მიმღები ბრძაბდებით თქვენ, გთოვთ საზოგადოებაში დუღილის ტემპერატურა დაწიოთ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამის კლინიკაში სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება მიეცეს. დღეს საქართველოს ისტორიის და მომავლის უმნიშვნელოვანესი ფურცელი იწერება.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები