0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ჯილდო გადაეცა

თიბისის  „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით  გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე  - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2021“  განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა.

 

აღიარება თიბისიმ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მოიპოვა. აღნიშნული კატეგორია წელს პირველად დაწესდა და ის მგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კომპანიის განსაკუთრებული წვლილის აღიარებას ემსახურება.

 

“მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან კატეგორიაში ჯილდო წელს თიბისის გადაეცა. მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნების მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს თუ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი. უახლოეს მომავალში, მდგრადი განვითარების და ზოგადად, ESG მიმართულებით არაერთი მასშტაბური და ტრანსფორმაციული გეგმისა და პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”, - ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

“წელს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გადავწყვიტეთ კონკურსში განსაკუთრებული აქტიურობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო თიბისისთვის გადაგვეცა. ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, კომპანიების როლი და აქტიურობა მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია”, – სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

   

 

საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

 

“ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პროგრესულნი არიან  და თანამედროვე ღირებულებებზე  დაფუძნებულნი; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები