1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარდაიცვალნენ ტყუპები, რომელთა დედაც 2 კვირის წინ ასევე კოვიდით დაიღუპა

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მთელი განყოფილება იბრძოდა.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – აცხადებს “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

47 წლის ქალმა საკეისრო კვეთით ტყუპები 19 აგვისტოს გააჩინა და 2 სექტემბერს გარდაიცვალა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები