1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში

აქ. ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქმნება მზის პანელებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

"მწვანე ინიციატივა" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც თიბისი ლიზინგი საიმედო პარტნიორის Green For Growth Fund-ის და ევროკავშირის EU4Energy პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც, თიბისი ლიზინგმა შექმნა სპეციალური სალიზინგო პროდუქტი მზის პანელების სისტემების განვითარების მხარდასაჭერად, რომლის მეშვეობითაც როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მზის პანელების ინსტალაციასა და პროექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები.

აღნიშნული პარტნიორობა გარდა გარემოსდაცვითი საქმიანობისა, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ბიზნესსაქმიანობას. მნიშვნელოვნად შეუმცირებს მათ ელექტროენერგიის გადასახადს და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

 

ინფორმაცია ვრცლად:

საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, კერძოდ, მზის ენერგიასთან მიმართებაში, თუმცა ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ამ ტექნოლოგიის კლიენტებისათვის მასშტაბურად მიწოდება ისეთ კომერციულ პროდუქტებს მოითხოვს, როგორებიცაა სპეციალური სესხები თუ ლიზინგის პროდუქტები მზის პანელების სისტემის დასაფინანსებლად, რაც ამ ეტაპზე იშვიათობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. 

ამ დეფიციტის შესავსებად, Green For Growth Fund – მა განახორციელა „მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა“, რომელიც ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებს ეკონომიკურად შესრულებადი მცირემასშტაბიანი მწვანე ტექნოლოგიების იდენტიფიცირებაში ეხმარება. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ ბაზარზე დამკვიდრებისთვის - მაგალითად, ფოტოვოლტური სისტემების მიმართულებით საოჯახო მეურნეობებისა და მცირე ბიზნესებისათვის. ინიციატივა მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა სპეციალური სასესხო პროდუქტების შექმნა, პარტნიორობის გაფორმება ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან, ან საბოლოო მსესხებლების ცნობიერებისამაღლება მწვანე ტექნოლოგიების სარგებლიანობასთან დაკავშირებით.

 

“საქართველოში მზის პანელების სისტემებში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გამოწვევა ტექნოლოგიის მაღალი საწყისი საინვესტიციო ხარჯია. ჩვენი „მწვანე ინიციატივა მცირემასშტაბიანი პროექტებისთვის“ დახმარებით, ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით  ტექნოლოგიის მიმზიდველობას Green For Growth Fund-ის  პარტნიორი ორგანიზაციების საბოლოო მსესხებლებისთვის მათზე მორგებული დაფინანსების და ამგვარი სისტემის გრძელვადიანი სარგებლების შესახებ თვითშეგნების ზრდის შედეგად”, - განმარტავს ლაკლან ქემერონი, Green For Growth Fund-ის საკონსულტაციო კომპანიის, Finance in Motion-ის ენერგო და რესურსების ეფექტიანობის  ფინანსური გუნდის მენეჯერი. 

 

თიბისი ლიზინგის მწვანე პოლიტიკა სრულ თანხვედრაში მოდის ინიციატივის ღირებულებებთან, სწორედ ამიტომ, კომპანიისა და Green For Growth Fund-ის სანდო პარტნიორობა წლებს ითვლის.  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში თიბისი ლიზინგი მზადაა არ დაიშუროს ძალისხმევა, ჩაერთოს მზის პანელების მიმართულებით არსებული პოტენციალის გაფართოებასა და სრულ ათვისებაში. „მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივის“ შეთავაზებული მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგს ექნება შესაძლებლობა, მზის პანელების სისტემების მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შექმნას სპეციალური სალიზინგო პროდუქტი და ხელი შეუწყოს აღნიშნული ბაზრის განვითარებას საქართველოში.

 

“საქართველოს აქვს კარგად განვითარებული ელექტროგადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურა. აქ ასევე მოქმედებს რეგულაციები ნეტო აღრიცხვის სქემებთან დაკავშირებით, რაც ფოტოვოლტური პროექტების საკუთარი მოხმარებისთვის ინსტალაციის და  ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გამანაწილებელი კომპანიისათვის მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არსებული ფასების მატების პარალელურად გაიზრდება მცირე ბიზნესებისა და ოჯახური მეურნეობების ინვესტიციები შენობების სახურავებზე დასამონტაჟებელ ფოტოვოლტურ სისტემებში“, - აღნიშნავს კამერონი.

 

ეს პარტნიორობა Green For Growth Fund-ის მიერ საქართველოს მხრიდან განახლებად ენერგო რესურსებზე გადასვლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის მხარდასაჭერად ნაკისრი ვალდებულების მხოლოდ ერთი მაგალითია. კლიმატური ცვლილებების საპასუხოდ და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე ზრდის ფონდი მომავალშიც აპირებს ითანამშრომლოს თიბისი ლიზინგთან, დადოს ხელშესახები და პოზიტიური შედეგები და რეგიონში იყოს სამაგალითო  მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით.   

 

გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი:

 

ლიზინგი თავისი არსით უკვე გულისხმობს „მწვანე ინიციატივას“ და მსოფლიო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Green For Growth Fund-თან მრავალწლიანი, საიმედო პარტნიორობა და ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები.

 

საქართველოს შესანიშნავი კლიმატური პირობები და წელიწადში 1350-2520 სთ. მზის ნათების ხანგრძლივობა ქმნის განახლებადი ენერგიის მიღების დიდ პოტენციალს, რომლის ასათვისებლადაც ფიზიკურ პირებსა და კერძო ბიზნესებს მზის პანელების სისტემაზე წვდომა ესაჭიროებათ. გამომდინარე მაღალი ღირებულებიდან, „მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში შეთავაზებული მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგი შექმნის განსხვავებული პროდუქტს ქართულ ბაზარზე და სრულად ორიენტირდება განახლებადი ენერგიის მიღების ხელშეწყობაზე. მზის პანელების სისტემის დანერგვით ვზრუნავთ გარემოზე, ამავდროულად გადაწყვეტილება ენერგოეფექტურია, რაც გულისხმობთ ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას, რაც ათავისუფლებს რესურსს ბიზნესსაქმიანობის გასაუმჯობესებლად.

 

ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგის საიმედო პარტნიორია მზის პანელების ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა საქართველოში, „აიონრაიზ“. საწარმოო დანადგარების იჯარის გაფორმებით, ქარხანამ მზის პანელების წლიური წარმადობა 500 მეგავატამდე გაზარდა. ძალიან საამაყოა, რომ ამერიკა და კონტინენტალური ევროპის ქვეყნები საქართველოში დამზადებული პანელებით მარაგდება. ვთვლით, რომ აღნიშნული პოტენციალის სრულად  ათვისების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ თიბისი ლიზინგი აქტიურად თანამშორმლობს მზის პანელების ადგილობრივ მწარმოებელთან და ახორციელებს ათობით მწვანე პროექტს.

 

EU4Energy ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ენერგომომარაგების, უსაფრთხოებისა და კავშირის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის – ენერგოეფექტურობასა და ამ ქვეყნებში განახლებადი

ენერგიის წყაროების გამოყენებას. აღნიშნული ხორციელდება ისეთი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას და ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს გახდის ენერგომომარაგებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სიღარიბისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...