1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტიკარაძე: კერძო კლინიკების აქტივობა საკმაოდ გართულებულია, ადამიანური რესურსი აღარ გვაქვსო

„ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჰოსპიტალური სექტორის რესურს. ჩვენ მაქსიმალურად ვმართავთ ჩვენი პაციენტების ნაკადებს ჰოსპიტალურ სექტორში და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც აღარ იქნება რესურსი ჰოსპიტალებში, მე ვგულისხმობ, ჰოსპიტალური სექტორიდან პაციენტების გადაყვანას კლინიკურ სასტუმროებში, ამის შესაძლებლობა, როცა აღარ იქნება და სრულად იქნება გამოყენებული ყველა საწოლი, მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ პაციენტებს ამ ლოკაციაზე.

კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი, თუმცა აჭარაში ყოფნის დროსაც რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და მათ დავავალეთ, დროულად მოახდინონ არსებული რესურსების დროული მობილიზება. ამ ეტაპისთვის, პირობა მოგვცეს, რომ კვირის ბოლომდე 150 საწოლამდე დაამატებენ აჭარაში, ხოლო 130-მდე იმერეთში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი, რათა პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები