1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომის პოზიცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუზე

ბატონმა კახა ბექაურმა 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუში, კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა როგორც საკუთარი არაკომპეტენტურობა, ასევე მაგთიკომის საჯარო განცხადებებში დაფიქსირებული საკითხების მართებულობა.
პირველ რიგში, ბატონ ბექაურს მოვუწოდებთ კონკრეტულად მიუთითოს მაგთიკომის საჯარო განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეიცავს „დაუსაბუთებელ ბრალდებებს" და მის „პერსონალურ ცილისწამებას". მისი მხრიდან ამ მოწოდების იგნორირების შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ნათელი გახდება თუ ვინ არის დაკავებული „დაუსაბუთებელი ბრალდებებით".
რაც შეეხება ინტერვიუში ბატონი ბექაურის მიერ მაგთიკომის მიმართ დაფიქსირებული ბრალდებების ძირითად პათოსს, მისი სიტყვებით:
• „მაგთიკომს არ მოსწონს კომისიის მიერ ისეთი გარემოს შექმნა, რომ ბაზარზე გაჩნდნე ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია" (ვთხოვთ ბატონ ბექაურს მიგვითითოს მაგთიკომის საჯარო განცხადებაში ან მაგთიკომის ქმედებებში ასეთი სად/როდის დაფიქსირდა?);
• „ის (გულისხმობს მაგთიკომს) ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს" (ბატონმა ბექაურმა მიგვითითოს მაგთიკომის საჯარო განცხადებაში ან მაგთიკომის ქმედებებში ასეთი სად/როდის დაფიქსირდა?);
• „ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს" დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს" - მაგთიკომის თითოეული განცხადება გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებით და დეტალური წყაროების მითითებით ანუ დოკუმენტებით. სწორედ ეს არის კონსტრუქციულობა და საქმიანი მიდგომა!
მაგთიკომისთვის ნაწილობრივ გასაგებია ბატონი ბექაურის „პიარული ხრიკების" უსუსური მცდელობები. თუმცა, გვინდა იგი დავარწმუნოთ, რომ მსგავსი მიდგომები ვერ ფარავს მის არაკომპეტენტურობას და დარგის მუშაობის ელემენტარული პრინციპების არ ცოდნას. სწორედ მის პირად შეუვალობას მიყავს სატელეკომუნიკაციო დარგი და დარგის ეკონომიკა განადგურებისაკენ.
ის, რასაც და როგორც ბატონი ბექაური აკეთებს არის დაშორება ევროპის საუკეთესო პრაქტიკებთან და არა სწრაფვა მათთან დაახლოებისკენ. ცინიზმის ნათელი მაგალითია ევროპული პრაქტიკის მოშველიება საკუთარი უკანონო გადაწყვეტილებების გასამართლებლად, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო წარმატებულ ევროპულ პრაქტიკასთან. მაგთიკომის საჯარო განცხადებები და ღიად, კონსტრუქციულად საუბარი დარგში არსებულ პრობლემებზე განპირობებულია იმით, რომ კომუნიკაციების კომისია არსებითად შორდება ევროპულ ოჯახს და მოქმედებს მათი საუკეთესო პრაქტიკის საპირისპიროდ.
მაგთიკომისთვის ბაზრის ლიდერობა, პირველ რიგში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ჯანსაღი კონკურენცია არის ის, რაც მუდმივად ავითარებს კომპანიას, არ აძლევს მას მოდუნების საშუალებას.ის რასაც მაგთიკომი ეწინააღმდეგება არის: არაჯანსაღი კონკურენცია და მსგავსი გარემოს შექმნა ან წახალისება; კომუნიკაციების კომისიის მხრიდან - კანონის მოთხოვნების იგნორირება, შერჩევითი სამართალი, არაკომპეტენტურობა, დარგის გამოწვევების არ ცოდნა და ბევრი სხვა სუბიექტური ფაქტორი, თუ ქმედება, რაც დარგში არსებულ, ისედაც მყიფე ბიზნესგარემოს და მის მოთამაშეებს სხვა გამოწვევების/რისკების წინაშე აყენებს. როგორც მაგთიკომის საჯარო განცხადებაშია აღნიშნული, მაგთიკომი არ ეწინააღმდეგება ვირტუალური ოპერატორების (MVNO) არსებობას საქართველოში, თუ ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ბიზნესი ბიზნესთან ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე, სადაც ხელოვნურად და სუბიექტურად არ ერევა მესამე მხარე (კომუნიკაციების კომისია). მაგთიკომი წინააღმდეგია კომისიის უკანონო გადაწყვეტილების - ვირტუალური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო (იძულებითი) დაშვების რეგულაციის, რომლის მსგავსიც არ არსებობს და არ მოქმედებს არცერთ ევროკავშირის ქვეყანაში.
დანარჩენზე კი მომავალში...

ვებ გვერდი - https://www.magticom.ge/ka/statement2

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...