1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრებს

მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს ღია წერილით, რომელშიც ასახულია
მაგთიკომის საჯარო განცხადებები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით
გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე.
კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე
თითქმის ყველა სუბიექტთან. დარგში მოღვაწე კომპანიები გაუთავებელ
სასამართლო დავებში იმყოფებიან კომუნიკაციების კომისიასთან.
არაკომპეტენტურობა, ტყუილი, დაუმსახურებელი სანქცირება (უკანონო
გადაწყვეტილებები) და შერჩევითი სამართალი გახდა ნორმა/ სტილი კომისიის
მუშაობისა. მის ხელში დარგი ნადგურდება, მას არ ესმის დარგის მნიშვნელობა,
კიბერუსაფრთხოება თუ ეკონომიკის პრინციპები. კიბერუსაფრთხოების გაზრდილი
რისკების უგულვებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იქნება
ეს თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, საბანკო-საფინანსო სექტორი, ვაჭრობა,
ტურიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება.
2017-2018 წლებში საქართველოს ბაზრიდან ორი უდიდესი საერთაშორისო
ინვესტორი კომპანია (თელია სონერა და მეტრომედია) გავიდა. ზოგადად,
კომისიის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები ხელს უშლის და აფრთხობს
ინვესტორს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის არასწორი, არაკომპეტენტური და უკანონო
მიდგომების ფონზე, ჩვენი კომპანია იძულებული გახდა მაქსიმალურად
ფრთხილად შეხედოს მომავალს, როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის
კუთხით, ასევე არსებითი კაპიტალდაბანდების განხორცილების მიმართულებით,
იმ დროს, როდესაც მაგთიკომი ყოველდღიურად 40 კმ. ოპტიკური კაბელის
მშენებლობას წარმატებით ახორციელებდა საქართველოს რეგიონების
210614012ინტერნეტიზაციის და მოქალაქეებისათვის ფიქსირებული ინტერნეტის
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
კომისიის უსუსური გადაწყვეტილებები გახდა საბაბი, რომ აშშ-ს სახელმწიფო
დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოზე, კომუნიკაციების კომისია
ნეგატიური კუთხით მოხვდა.
თქვენთვის ცნობილია ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნები კომუნიკაციების
კომისიის ავტორობით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის ქმედება უარყოფითად არის
შეფასებული.
კომისიის მხრიდან, ხშირად ხდება ევროპული რეგულაციების არასწორი
ინტერპრეტაცია. კანონების და რეგულაციების საკუთარ თავზე მორგება, რაც
მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის დარგს. ასე, მაგალითად: კომისიის
თავმჯდომარის რამოდენიმე ვადით არჩევა; კონკურენციის კანონის მორგება
კომუნიკაციების კომისიაზე იმ ვადით, სანამ ბატონი ბექაური იქნება
თავმჯდომარე...
ისმის ლოგიკური კითხვა: კიდევ რა უარყოფითი უნდა მოახერხოს
ამჟამინდელმა კომისიამ დარგის გასანადგურებლად?!
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2019 წლის ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს. ვიმედოვნებთ,
რომ 2019 წლის და 2020 წლის ანგარიშების მოსმენა გაიმართება უახლოეს
მომავალში.
მოგიწოდებთ პარლამენტის წევრებს შეაფასოთ საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის საქმიანობა, დადებითია თუ უარყოფითი, ხოლო კომისიის
თავმჯდომარე ბატონი კახა ბექაური იმსახურებს თუ არა ნდობას?

მაგთიკომის განცხადება
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ
არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ
2020 წლის ანგარიშზე
Fake ნიუსებთან „მებრძოლი" - კომუნიკაციების კომისია თავად არის
Fake ნიუსების გამავრცელებელი
კომუნიკაციების კომისიის
2020 წლის ანგარიში - „ნამდვილი თუ მოგონილი" ?

კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში
(https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf) საზოგადოების
მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას და
კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება.
არაკომპეტენტურობისა და ფაქტების დამახინჯების აშკარა მაგალითები კომისიის
2020 წლის ანგარიშში მრავლად გვხვდება, საილუსტრაციოდ კი რამდენიმეს
მოვიყვანთ:
„ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ " საქართველოს კანონში
შესული ცვლილებები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს
კომისია მის წარმატებად, სახელმწიფოსთვის სასარგებლო და პოზიტიურ
მოვლენად აფასებს მაშინ, როდესაც საჯაროდ ცნობილია ვენეციის კომისიის
უკიდურესად უარყოფითი დასკვნა ამ კანონთან (ცვლილებებთან) მიმართებაში
(წყარო - კომისიის 2020 წლის ანგარიშის გვ. 12 და ვენეციის კომისიის დასკვნა
https://www.venice.coe.int/webforms/documents/?opinion=1008&year=all;
https://idfi.ge/public/upload/Analysis/Venice-and-GNCC.pdf).

ამასთან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტურობაზე
მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველის
დანიშვნის შემდეგ კომპანიის 51 პროცენტ-იანი წილიც გაიყიდა კომისიის თანხმობის
გარეშე.
ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების რეგულირება
ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების გამართლება აბსურდული
და ყალბი არგუმენტებით, როდესაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში მსგავსი
ფორმით რეგულაცია არ არსებობს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას პოტენციური ვირტუალური ოპერატორის აშკარა მხარედ აქცევს და
უკარგავს მას დარგის მარეგულირებელი, ნეიტრალური არბიტრის როლს.
კონკრეტულად:
• კომისია (2020 წლის ანგარიშის გვ. 15) ვირტუალური ოპერატორის
სავალდებულო დაშვების საჭიროებას ITU-ს რეკომენდაციით „ამყარებს" და
აცხადებს, რომ თუ საოპერაციო მარჟა 25 პროცენტ-ზე მაღალია, ეს ვირტუალური
ოპერატორის სავალდებულო დაშვების საჭიროებას აჩენს. ტყუილთან გვაქვს
საქმე, რადგან რეკომენდაცია, რაზეც კომისია აპელირებს, არ არის კავშირში
ITU-სთან, ეს არის 20 წლის წინანდელი დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა
ფიზიკურმა პირმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2020 წელს
დეტალური პასუხი გასცა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია BDO-მ და
Kalba International, Inc.-მა (გვ.11 -
https://www.magticom.ge/files/BDO_Kalba_International-ka.pdf);
• კომისია (2020 წლის ანგარიშის გვ. 15) აცხადებს, რომ მობილური
ოპერატორების საოპერაციო მარჟები (EBITDA) 40 პროცენტ-ზე მეტი იყო, მაგრამ
კომპანიებს საკომუნიკაციო სერვისებზე ფასები არ შეუმცირებიათ. დამწყები
ფინანსისტისთვისაც კი ცნობილია, რომ საოპერაციო მარჟა და EBITDA
სხვადასხვა ცნებაა. მხოლოდ მაღალი EBITDA-ს არსებობა არ ნიშნავს, რომ
კომპანია მოგებაზეა. ფაქტია, რომ მოქმედი სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების
მქონე მობილური ოპერატორიდან ორი რამდენიმე წელია წმინდა ზარალზეა
(რისი დამადასტურებელი ანგარიშებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე - www.reportal.ge );
• ურთიერთგამომრიცხავია კომისიის პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით.
კომისიის 2019 და 2020 წლის ანგარიშები წინააღმდეგობაში მოდის
ერთმანეთთან. თუ 2019 წელს კომისიის ანგარიშში (გვ. 30 -
https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf) ვკითხულობთ, რომ საცალო
ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების აუცილებლობა არ
გამოვლინდა, 2020 წელს (ანგარიშის გვ. 16), იმ პირობებში, როცა ბაზარზე უფრო
ხელმისაწვდომი პაკეტები გაჩნდა და ფასები გაიაფდა, კომისია ასკვნის, რომ
კონკურენცია შეზღუდულია, ტარიფები კი მაღალი;
• 2020 წლის ანგარიშის მე-15 გვერდის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ
კომუნიკაციების კომისია თითქოს არ ერევა სატარიფო რეგულაციაში და
ფასწარმოქმნის ნაწილს ოპერატორებს შორის კომერციულ საწყისზე ტოვებს. ესეც
მორიგი ტყუილი - კომისია ერევა როგორც დაშვების, ისე სატარიფო რეგულაციაში
იმ ფორმით, რომ აწესებს სავალდებულო მეთოდოლოგიას, თუ როგორ უნდა
დაანგარიშდეს ფასები (Retail-minus მეთოდოლოგია), თუკი მხარეები ვერ
შეთანხმდებიან;
• კომისიის 2020 წლის ანგარიშის მე-15 გვერდის მიხედვით, მცირე და
საშუალო ოპერატორები წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმართავდნენ
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს და ვირტუალური
ოპერატორის სახით ქსელზე დაშვებას სთხოვდნენ. ესეც ცალსახა ტყუილია -
დიდი ოპერატორების მხრიდან ვირტუალური ოპერატორის დაშვებაზე არც ერთი
ხელშეშლის ფაქტი და არც კომისიაში დაფიქსირებული და განხილული საჩივარი
არსებობს, და უფრო მეტიც, არც ჩამოყალიბებული მომართვის წერილი
რომელიმე ვირტუალური ოპერატორობის მსურველისგან.
• კომისიის ანგარიშის მე-18 გვერდის მიხედვით - "...კომპანია EY-ის დასკვნა
აჯამებს ბაზარზე არსებულ კონკურენციას და აღნიშნავს, რომ კონკურენციის
გაჯანსაღებას სწორი რეგულაციები სჭირდება". რეალურად, EY საკუთარ
დასკვნაში (დასკვნის მე-5 გვერდი) წერს, რომ „EY-ს არ ჩაუტარებია
ანალიზი/კვლევა საქართველოში MVNO რეგულაციის საჭიროების შესახებ,
შესაბამისი ანალიზი მომზადდა GNCC-ის მიერ";
• ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვებას საქართველოში
უარყოფით შეფასებას აძლევენ როგორც ეკონომიკური, ასევე
კიბერუსაფრთხოების კუთხით წამყვანი აუდიტორული კომპანიები (მსოფლიოს
საუკეთესო ექვსი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის - Deloitte; KPMG;
BDO; Grant Thornton; RSM; Nexia International დასკვნები, რომლებმაც
საფუძვლიანად შეისწავლეს, თუ რა გავლენას მოახდენს MVNO-ს სავალდებულო
დაშვების ვალდებულების ამოქმედება საქართველოს ბაზარზე
https://www.magticom.ge/ka/mvno-news )
როგორც საჯაროდ არის გაცხადებული, საქართველოში მოქმედი არც
ერთი მობილური ოპერატორი არ არის წინააღმდეგი ორმხრივ, ბიზნესი
ბიზნესთან დაფუძნებულ ურთიერთთანამშრომლობაზე არასავალდებულო
ვირტუალურ ოპერატორთან, მარეგულირებელი კომისიის ჩარევის გარეშე.
ეს ურთიერთობა უნდა იყოს პარტნიორული და არა იძულებითი, როგორც ეს
ხდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. საქართველოში სამი მობილური
ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა! ხოლო საქართველოში მობილური
მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში, თავად კომისიის მიერ
ჩატარებული კვლევითაც კი (გვ.6 -
https://www.magticom.ge/files/price-analysis-of-mobile-and-fixed-communicati
on-services.pdf
) ისმის ლოგიკური კითხვა: რისთვის ან ვისთვის კეთდება
სავალდებულო (იძულებითი) ვირტუალური ოპერატორის შემოყვანა
საქართველოში?
მობილური მომსახურების საცალო ბაზრის რეგულირება
კომისიის ანგარიშის 21-ე გვერდის მიხედვით - „მომხმარებელთა ინტერესების
დაცვის და სატარიფო ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით, კომუნიკაციების
კომისიამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - „მაგთიკომი", „სილქნეტი"
და „ვიონი საქართველო" (ბრენდული სახელი „ბილაინი") მობილურ
მომსახურებებზე ტარიფებს კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ვეღარ
გააძვირებენ" - რეალურად ეს არის დარგის დამაზიანებელი ისეთი სახის
გადაწყვეტილება, რასაც ფაქტობრივად ანალოგი არ აქვს ევროკავშირის არც ერთ
ქვეყანაში. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში საცალო ტარიფები არ
რეგულირდება მარეგულირებელი კომისიის მიერ.
სხვა საკითხები
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2020 წლის ანგარიშში მოცემულ
ინფორმაციას აქვს ე.წ. ფეიკ ნიუსის ტიპიური სტრუქტურა, როდესაც მოყვანილია
რამდენიმე სწორი ფაქტი (მაგ: ბაზრის არსებითი წილი ეკუთვნის „მაგთიკომს" და
„სილქნეტს"; ბაზარზე არსებობს შედარებით დაბალფასიანი შეთავაზებები...) და
ამის შემდეგ მსჯელობა გრძელდება ისეთი ლოგიკით, რომელიც საერთოდ არ
გამომდინარეობს ამ ფაქტებიდან, მაგრამ ხელსაყრელია კომისიისთვის. ეს არ
არის მათი მხრიდან პირველი შემთხვევა და კომისია, რომელიც ვითომ ებრძვის
ფეიკ ნიუსებს, სინამდვილეში თავად იმართავს და ამკვიდრებს ამ მეთოდს.
კომისიას უნდა ჰყავდეს ხუთი წევრი. დღეს ჰყავს მხოლოდ ოთხი. იმ წევრს,
რომლის თანამდებობა დღემდე ვაკანტურია, უფლებამოსილება 2019 წლის
ოქტომბერში შეუწყდა. გაკვირვებას იწვევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ"
საქართველოს კანონის მოთხოვნა - კომისიის წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტიდან 10 დღეში კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის
ჩატარების შესახებ - დღემდე იგნორირებულია. იგივე კანონი კომისიის სრულად
დაკომპლექტების აუცილებლობასაც განსაზღვრავს - კომისია უფლებამოსილია
სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს
კომისიის თავმჯდომარე... შესაბამისად, ისმის რიტორიკული კითხვა - ამიტომ ხომ
არ ხდება კანონის მოთხოვნის იგნორირება და ამ საკითხის არასახვა კომისიის
2020 წლის ანგარიშში?
კომისიის 2020 წლის ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ კომისია არის არა
„დარგის არქიტექტორი", როგორც თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს, არამედ
სფეროს განვითარების ხელშემშლელი, სადამსჯელო ორგანო, რომლის ზეწოლა
და „ბულინგი" ნეგატიურ ასახვას პოვებს კომპანიების და მთლიანად დარგის
განვითარებაზე. ნაცვლად იმისა, რომ კომპანიები დარგის განვითარებაზე
ვფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ, გვიწევს კომისიის არაადეკვატური მოთხოვნების
და ახირებების დაკმაყოფილება.
მაგთიკომის განცხადება საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ბატონი კახა ბექაურის
ქმედებებზე
• ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 23
დეკემბერს ცვლილების შეტანის შემდეგ, (წყარო -
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3980112?publication=0) ამოწურვადი
რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში,
ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა. აღნიშნული ცვლილება „გამართლებულ" იქნა
კომისიისათვის ახალი ფუნქციის - საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების
ხელშეწყობის დამატებით. ცნობისათვის, ამ ცვლილების შედეგად 2018-2020 წლებში
სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა და კომისიის ბიუჯეტში გადაინაცვლა 1 499 775,
3 458 472 და 3 120 111 ლარმა (ჯამურად სამ წელიწადში - 8 078 358 ლარი).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხსენებული თანხის დეტალური ხარჯვითი ნაწილი კომისიის
მიერ რატომღაც დაფარულია და არ არის გამჭვირვალე. არასამთავრობო ორგანიზაცია
IDFI-ს სასამართლოში უწევს დავის წარმოება ამ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით.
(წყარო: https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf;
https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf;
https://idfi.ge/ge/tbilisi_city_court_recognized_media_academy_as_a_public_institution
_and_obliged_to_provide_public_information
)
• კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს
და მთავრობას დაუმალა, რომ კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის N8 დადგენილებით
(რომელიც ამოქმედდა 2019 წელს) 150 პროცენტით გაზარდა მობილური საკომუნიკაციო
მომსახურებისათვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური -
ყოველგვარი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე, ერთი მობილური ნომრის წლიური
საფასური 10 თეთრიდან გაზარდა 25 თეთრამდე. ეს ფაქტი რატომღაც არ მოხვდა
კომისიის არც 2018 წლის და არც 2019 წლის ანგარიშში. (წყარო:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4426587?publication=0;
https://www.comcom.ge/uploads/other/3/3706.pdf;
https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf)

• კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს 455/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებაში
მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად დაფუძნდა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
"მედიააკადემია". „მედიააკადემიის" წესდებით (მუხლი 5) აკადემიის საქმიანობას
ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც
ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის თავმჯდომარე. მედიაწიგნიერების ხარჯებმა 2018-2020 წლებში შეადგინა 410
438, 2 415 808 და 1 979 053 ლარი (ჯამურად სამ წელიწადში - 4 805 299 ლარი),
თუმცა ამ ხარჯების დეტალიზაცია, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის საჯარო და
გამჭვირვალე. (წყარო:
https://www.comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2018-455-22.page;
https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf;
https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf
)
• „მედიააკადემიის" კონკრეტული ბიუჯეტის და მისი დეტალიზებული ხარჯვითი
ნაწილის ფარულობის პარალელურად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკა ბერიძე
(კომისიის თავმჯდომარის მეუღლე) გვევლინება ხსენებული იურიდიული პირის
კონკრეტულ აქტივობებში, თუმცა ვინაიდან ამ ორგანიზაციის ხარჯვითი ნაწილი
რატომღაც არასაჯაროა, უცნობია აღწერილი პირების თანამშრომლობის კონკრეტული
პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ნაწილი. ამასთან, კომისიის ბიუჯეტის ხარჯვა
საკუთარი მეუღლის რეკლამირებაში შემდეგი სლოგანით -„ისწავლე საუკეთესოსგან",
როგორც ჩანს, კომისიის თავმჯდომარეს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. (წყარო:
https://www.comcom.ge/ge/news/gncc-news/iswavle-sauketesosgan-mediaakademia
m-onlain-masterklasi-daiwyo.page
) ალბათ, მისთვის, არც მოცემული კანონის
კონკრეტული ნორმებია რაიმე პრობლემა. აი რას ამბობს კანონი, კერძოდ:
საქართველოს კანონი
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
მუხლი 2, პუნქტი 1 - „ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი"
იგულისხმება შემდეგი პირები: ...
ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი";
მუხლი 3, პუნქტი 3 - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა" არის
საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო
დაწესებულების ინტერესებთან".
მუხლი 4 - „ამ კანონის მიზნებისათვის:
ა) „ოჯახის წევრში" იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი,
აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი";
მუხლი 10, პუნქტი 1 - „საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე,
ეკრძალება: ...
დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც
საჯარო მოსამსახურემ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით
დადებული გარიგება ბათილია".
მუხლი 13
პუნქტი 3 - „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ
ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს".
პუნქტი 16 - „თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან
ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს
დაკავებული თანამდებობიდან, თუ:
ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი
თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები";
მუხლი 134
„1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება,
რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ
დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა
შეუთავსებლობაზე;
ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის
დაუშვებლობისათვის";
• არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის კვლევის თანახმად პანდემიის პერიოდში
2020 წელს კომისიის თავმჯდომარეს კომისიაში პრემიის სახით ჯამურად მიღებული აქვს
33 300 ლარი. ჩვენთვის უცნობია მიზეზი, კომისიის თავმჯდომარემ საკუთარ თავზე
პრემიის გაცემის აუცილებლობა (საფუძველი) როგორ დაასაბუთა, თუმცა აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით კახა ბექაურს, როგორც კომისიის
თავმჯდომარეს მიღებული აქვს 188 585,36 ლარი, ხელზე ასაღები თანხა, ხოლო
სამეწარმეო საქმიანობიდან 4 299 570 ლარი, ხელზე ასაღები თანხა. (წყარო -
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია:
https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/132523; წყარო - არასამთავრობო
ორგანიზაცია IDFI https://idfi.ge/ge/bonuses_and_salary_supplements_issued_in_2020
)
• აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონ ბექაურს უჭირს სრულყოფილი დეკლარაციის
წარდგენა, რის გამოც შესაბამისი ღონისძიებების გატარება უწევს სახელმწიფო უწყებას -
საჯარო სამსახურის ბიუროს, ბატონი ბექაურის სანქცირების ჩათვლით. (წყარო:
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/79060-deklaraciis-arastsorad-s
hevsebisthvis-vasil-maghlaferidze-gaafrthkhiles-kakha-beqauri-ki-daajarimes
)
ზემოთ ხსენებული ფაქტების შეფასება მიგვინდია საზოგადოებისთვის, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და სხვა კომპეტენტური უწყებებისთვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...