1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაასაჯაროვეთ საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული - საპატრიარქო ნინოწმინდაზე შსს-ს მიმართავს

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათთვის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ ბაშვთა სახლში მიმდინარე მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. 

საპატრიარქო შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართავს აღნიშნული საქმეები გაასაჯაროვონ, რომ არავისთვის არაფერი იყოს დაფარული.

"სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები