1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს - გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. როგორც მან აღნიშნა, ერთჯერადად ვაქცინირებულთაგან კორონავირუსით 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად ვაქცინირებულთაგან კი ვირუსი 0,2-0,3% -ს შეხვდა.

„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია - 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდვაქცინა. პირველ რიგში, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან,“- განაცხადა გამყრელიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები