1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექსკლუზიური დოკუმენტი: იუსტიციის სამინისტროს რომელი შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ ნამახვანჰესთნ დაკავშირებით

იუსტიციის სამინისტროს რომელი შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ ნამახვანჰესთნ დაკავშირებით - ნიუპოსტმა ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა.
დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები ნამახვანჰესის მშენებლობაზე დასადებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოადგენს სტანდარტულ პროცედურას და არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ შინაარსს, გარდა იურიდიული მხარის ტექნიკური დაზუსტებისა.
როგორც ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ შენიშვნები მოამზადა ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე (2019 წლის 20 მარტი, წერილის # 24/1995), რითაც სამინისტრომ საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანამდე გაიარა კონსულტაცია შესაბამის უწყებასთან. საერთაშორისო დონის ხელშეკრულებების დადებამდე ეს აუცილებელი პროცედურაა, რადგანაც დავის შემთხვევაში საქართველოს ინტერესებს არბიტრაჟში იუსტიციის სამინისტრო იცავს.
წერილის პასუხად იუსტიციის სამინისტრომ 22 პუნქტად ჩამოწერილი 26 სხვადასხვა სახის შენიშვნა მოიწერა, რომელთაგანაც ნაწილი ეგრეთ წოდებული მიზანშეწონილობის საკითხს ეხება. პროცედურის თანახმად, ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწერილი შენიშვნები, რომელთა ნახევარიც გაითვალისწინა და ასახა კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, ნაწილს კი არ დაეთანხმა ინვესტორ კომპანიასთან შეჯერების შედეგად.
სამინისტრომ მოამზადა შენიშვნების ფურცელი, სადაც თავი მოუყარა მხარეების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს და მთლიანი დოკუმენტი განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობას. დოკუმენტის განხილვა მოხდა მთავრობის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების გათვალისწინებული შენიშვნებით გაფორმების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები