1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქინძმარაულის მარნის უდიდესი გამარჯვება „International Wine Challenge 2021“ -ზე მოპოვებული მედლებიდა უმაღლესი ჯილდო - ოქროს თასი

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაგავლენიან კონკურსზე  International Wine Challenge 2021-ზე წარდგენილმა ქინძმარაულის მარნის ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს თასი მოიპოვა.

IWC 2021-ზე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

ქინძმარაულის მარნისკახური 2013“ IWC 2021-ის რჩეულია და ერთადერთი ქართული ღვინოა რომელმაც ოქროს თასი (Georgian White Trophy) დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან

ღვინის ექსპერტებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს ქინძმარაულის მარნის „ქინძმარაული 2020“ და ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2019 წლის მოსავლის ხიხვს გადაეცა.

„International Wine Challenge“  მსოფლიოსერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაგავლენიანი კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა დაბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა.  The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია.

IWC2021 შედეგებისრულად: www.internationalwinechallenge.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები